ამონიუმი
ამონიუმი — კატიონი , შედის მრავალი ნაერთის შემადგენლობაში, სადაც ერთვალენტოვანი ლითონის როლს ასრულებს. ასეთებია ამონიუმის ჰიდროქსიდი და ამონიუმის მარილები: ამონიუმის სულფატი, ამონიუმის ქლორიდი და სხვ. ამონიუმის მარილების უმეტესობა უფერო კრისტალური, წყალში კარგად ხსნადი ნივთიერებებია, გახურებისას ადვილად იშლებიან ამიაკის გამოყოფით. წყალხსნარებში ამონიუმის ნაერთების დისოციაციის დროს ამონიუმი კატიონის სახითაა, მაგ.:
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ამონიუმი აზანიუმი[1] |
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 18.039 გ/მოლი |
ქიმიური თვისებები | |
pKa | 9.25 |
მჟავა-ფუძე თვისებები
რედაქტირებაამონიუმის იონი მიიღება, როდესაც ამიაკი, როგორც მცირე ფუძე თვისებების მქონე, რეაქციაში შევა პროტონთან.
- H+ + NH3 → NH4+
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 402.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ International Union of Pure and Applied Chemistry (2005). Nomenclature of Inorganic Chemistry (IUPAC Recommendations 2005). Cambridge (UK): RSC–IUPAC. ISBN 0-85404-438-8. pp. 71,105,314. Electronic version.