თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი

თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი (ზოგჯერ იუპაქ ინგლ. ვარიანტის მიხედვით IUPAC–International Union of Pure and Applied Chemistry) – კავშირი , რომელიც დაარსდა 1919 წელს. მისი ზოგადი ამოცანაა ქიმიური კვლევების კოორდინირება, რაც მოითხოვს საერთაშორისო შეთანხმებას და სტანდარტიზაციას. ამ პრობლემატიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნომენკლატური შექმნა ქიმიური ნაერთებისთვის.[1]

ნომენკლატურარედაქტირება

ორგანულ ნაერთთა ნომენკლატურარედაქტირება

იუპაქ–ის ნომენკლატურის მიხედვით, ნებისმიერი ნაერთის სახელწოდება შედგება პრეფიქს(ებ)ისგან, ფუძისა და ერთი სუფიქსისგან. ფუძე წარმოადგენს ე.წ. ნახშირბადაატომების ძირითადი ჯაჭვის დასახელებას. ნახშირბადატომთა რაოდენობის მიხედვით ძირითადი ჯაჭვი აღინიშნება «მეთ»(1 ნახშირბადატომისთვის), «ეთ»(2–სთვის), «პროპ»(3–სთვის) და «ბუტ»(4–სთვის) «პენტ»(5–სთვის) და ასე შემდეგ. ძირითადად მიჩნეულია ნახშირბადატომების ის ჯაჭვი, რომელიც შეიცავს ე.წ. უფროს ფუნქციურ ჯგუფს. ამასთანავე ძირითადი ჯაჭვი შეიძლება არც იყოს ყველაზე გრძელი (ე.ი. არ შეიცავდეს ყველაზე მეტ ნახშირბადატომს).

სქოლიორედაქტირება

  1. საყმაწვილო ენციკლოპედია გვ. 146;თბილისი, 2006

ლიტერატურარედაქტირება

  • საყმაწვილო ენციკლოპედია:ქიმია; თბილისი,დილა 2006;