ფუზულის საერთაშორისო აეროპორტი
ფუზულის საერთაშორისო აეროპორტი (აზერ. Füzuli Beynəlxalq Hava Limanı) — საერთაშორისო აეროპორტი აზერბაიჯანში. მდებარეობს ქალაქ ფუზულის სიახლოვეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ის ქვეყნის რიგით მეშვიდე საერთაშორისო აეროპორტი გახდა.
ფუზულის საერთაშორისო აეროპორტი Füzuli Beynəlxalq Hava Limanı
| ||
---|---|---|
ინფორმაცია
| ||
ტიპი | სამოქალაქო | |
მფლობელი | აზერბაიჯანი | |
ოპერატორი | აზერბაიჯანის მთავრობა | |
ემსახურება | ფუზული | |
ადგილმდებარეობა | ფუზული, აზერბაიჯანი | |
კოორდინატები | 39°35′39″ ჩ. გ. 047°11′47″ ა. გ. / 39.59417° ჩ. გ. 47.19639° ა. გ. |
ისტორია
რედაქტირებაფუზულის 28 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, 2020 წლის 17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა ქალაქი ე.წ. არცახის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისგან გაათავისუფლა.
2020 წლის 26 ნოემბერს აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) დააკმაყოფილა აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო სააგენტოს მოთხოვნა, საერთაშორისო აეროპორტების კოდების კატალოგში 6 აეროპორტის, მათ შორის, ფუზულის აეროდრომის შეტანის შესახებ[1].
2021 წლის იანვარში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფუზულის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის განკარგულება გამოსცა. 14 იანვარს მომავალი აერპორტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა[2] . ასაფრენი ბილიკის მშენებლობა ივლისის ბოლოს დასრულდა და 2021 წლის 5 სექტემბერს უკვე პირველი თვითმფრინავის მიღება შეძლო[3], აეროპორტში სატესტო რეჟიმში Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო Airbus A340-500 და Silk Way Airlines-ის სატვირთო Boeing 747-400 დაჯდა[4].
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფუზულის საერთაშორისო აეროპორტი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Аэродромы в Агдаме, Физули включены в каталог международных индексов местоположений ru. აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრო. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2021
- ↑ Официальный сайт президента Азербайджанской Республики - НОВОСТИ » Мероприятия ru. President.az. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2021
- ↑ https://news.az/news/azals-karabakh-aircraft-lands-in-fuzuli-airport-video
- ↑ „Landmark Development: AZAL’s “KARABAKH” aircraft landed at Fuzuli Airport“ (ინგლისური). AZERTAC. 5 სექტემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)