მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმია
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმია (სომხ. Արցախի Հանրապետության պաշտպանության բանակ) — ოფიციალური თავდაცვთ ძალა, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკაში. დაარსდა 1992 წელს, და აერთიანებდა ადრე დეზორგანიზებულ თვითმმართველურ ერთეულებს, რომლებიც ჩამოყალიბდა 90-იანი წლების დასაწყისში. მისი ჩამოყალიბების მთავარი მიზეზე იყო ის, რომ რეგიონში დაცული ყოფილიყო ეთნიკური სომეხი მოსახლეობა, საბჭოთა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდასხმებისგან.[1] მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია ამჟამად შედგება დაახლოებით 20 000 კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი ოფიცრისა და ჯარისკაცისგან და ინარჩუნებს „მუდმივ მზადყოფნას, ასევე ისინი უფრო სერიოზულ საბრძოლო მომზადებასა და ოპერაციულ სავარჯიშოებს გადიან, ვიდრე სხვა ყოფილი საბჭოთა არმები“.[2] აზერბაიჯანის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ჯარისკაცების 80%, ფაქტობრივად, სომხეთის მოქალაქეა.[3]
ისტორია
რედაქტირებამთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმია დაარსდა 1992 წლის 9 მაისს. მან შექმნა „საკუთარი ცენტრალური სარდლობა და სამხედრო სტრუქტურა, რომელიც განსხვავდება სომხური არმიისაგან“.[4] მის დამფუძნებლებში შედიოდნენ: რობერტ ქოჩარიანი (სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, იგი იყო არმიის პირველი მთავარსარდალი);[5] სერჟ სარგსიანი (ყოფილი პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი);[5] ვაზგენ სარქისიანი (სომხეთის თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში, სახელმწიფო მინისტრი თავდაცვის საქმეში 1993-1995, სომხეთის პრემიერ მინისტრი 1998-1999);[5] მონტე მელქონიანი ( პასუხისმგებელია მარტუნის პროვინციაზე);[6] სამველ ბაბაიანი (მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი 1994 წლიდან 2000 წლამდე) და სხვები.[5] ბევრი ადამიანი, ვინც მსახურობდა თავის რიგებში ყარაბაღის ომის დროს, საბჭოთა სამხედროების ვეტერანებად ითვლებოდნენ და განსხვავებულად იბრძოდნენ საბჭოთა-ავღანეთის ომში..[2]
1994 წელს მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის მთავარ როლს წარმოადგენს საგარეო და საშინაო საფრთხეებისგან რეგიონის დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ომი დასრულდა სომხეთთან, მთიანი ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანდმებით, ასევე ყარაბაღის დე ფაქტო დამოუკიდებლობა, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა არაერთხელ იმუქრებოდა რეგიონის დასაბრუნებლად საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ.[7] ცეცხლის შეწყვეტის დარღვევები კონტაქტის ხაზთან საკმაოდ ხშირია და ხშირად თითქმის ყოველწლიურად ხდება რამდენიმე ჯარისკაცსაი და მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა. ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა მოხდა ქალაქ მარტაკეტში, 2008 წლის 8 მარტს, როდესაც დაიღუპა თექვსმეტი ჯარისკაცი. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ბრძოლის დაწყებაში.[8] 2010 წლის ივნისში ხაზზე, სომეხ და აზერბაიჯანულ ჯარებს შორის ახალი შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც ოთხი სომეხი სამხედრო დაიღუპა.[9] 2014 წლის ზაფხულში შეტაკებებმა ექვსი სომეხი და ცამეტი აზერბაიჯანული სამხედრო მოსამსახურე შეიწირა. 2014 წლის 12 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის Mi-24 თავდასხმის ვერტმფრენმა, რომელიც მონაწილეობდა 2014 წლის ერთკვირიან სამხედრო წვრთნებში, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს და დაიღუპა ეკიპაჟის სამივე წევრი. 2016 წლის 1 აპრილს დაიწყო ომის მსგავსი შეტაკებები; რამდენიმე წყაროს თანახმად, ეს ყველაზე უარესი იყო 1994 წლიდან მოყოლებული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Important Facts about the NKR Defence Army (Nagorno Karabakh Army). Office of the Nagorno-Karabakh Republic, Washington D.C.
- Official website of NKR Ministry of Defence
- Official YouTube Channel of the NKR Defence Army
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Important Facts about the NKR Defence Army (Nagorno Karabakh Army). Office of the Nagorno-Karabakh Republic, Washington D.C. Accessed November 27, 2009.
- ↑ 2.0 2.1 Giragosian, Richard. "Armenia and Karabakh: One Nation, Two States." AGBU Magazine 19/1 (May 2009), pp. 12-13.
- ↑ Ильхам Алиев: Война с Арменией еще не закончена. Завершен лишь первый этап. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-21. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
- ↑ Dzelilovic, Vesna Bojicic. "From Humanitarianism to Reconstruction: Towards an Alternative Approach to Economic and Social Recovery from War" in Global Insecurity (Restructuring the Global Military Sector) , Vol. 3, eds. Mary Kaldor and Basker Vashee. London: Pinter, 2000, p. 79.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 De Waal, Thomas (2003). Black Garden: Armenia and Azerbaijan Through Peace and War publisher = New York University Press. New York, გვ. 196–197, 210. ISBN 0-8147-1945-7.
- ↑ A description of these units is found in Melkonian, Markar (2005). My Brother's Road, An American's Fateful Journey to Armenia. New York: I. B. Tauris, გვ. 184ff.. ISBN 1-85043-635-5.
- ↑ "Azeri Assault on Karabakh Outpost Kills Four Armenian Soldiers." Asbarez. June 21, 2010. Retrieved June 22, 2010.
- ↑ Yevgrashina, Lada and Hasmik Mkrtchyan. "Azeris, Armenians spar after major Karabakh clash". Reuters. March 5, 2008. Retrieved March 10, 2008.
- ↑ "OSCE, EU Condemn Karabakh 'Armed Incident'." RFE/RL. June 22, 2010. Retrieved 22 June 2010.