ფსიქროფიტები (ბერძ. psychros — ცივი და ბერძ. phyton მცენარე) — მცენარეები (ბუჩქები, ნახევრად ბუჩქები, მრავალწლოვანი მცენარეები და სხვა), რომლებიც იზრდებიან ტენიან და ცივ ნიადაგზე. უმდაბლესი მცენარეებიდან ფსიქროფიტებს განეკუთვნება ზოგიერთი წყალმცენარე (თოვლის და ყინულის) და ლიქენი (კლდის და სხვა). ფსიქროფიტებს შორის გვხვდება გართხმული, აგრეთვე ხვიარა და ბალიშა მცენარეებიც. ფსიქროფიტები შეგუებული არიან ხანგრძლივ ზამთარს, მოკლე სავეგეტაციო პერიოდს, ჰაერისა და ნიადაგის დაბალ ტემპერატურას და სხვა. ძირითადად ვეგეტატიურად მრავლდებიან. ფსიქროფიტებია დრიადი, ქონდარა ფიჭვი და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება