ფსისგორი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ფსისგორი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონზე, მდინარეების ჯუთისწყლისა და ჭაუხისწყლის (ჯუთისწყლის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3351 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მთის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთები ციცაბოა, აღმოსავლეთი და დასავლეთი — დამრეცი. კალთების ქვედა ნაწილი ხევებით არის დანაწევრებული. შემოსილია ალპური ბალახეულით.
ფსისგორი | |
---|---|
კოორდინატები: 42°34′11″ ჩ. გ. 44°47′18″ ა. გ. / 42.56972° ჩ. გ. 44.78833° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3351 მ |
ქედი | ხევის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა რედაქტირება
- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 410.