ფრიდა პინტო
ფრიდა სელენა პინტო (დ.18 ოქტომბერი, 1984, მუმბაი, ინდოეთი) — ინდოელი კინომსახიობი, მონაწილეობს უმეტესად ამერიკულ და ბრიტანულ ფილმებში. პირველი სამსახიობო გამოცდილება კოლეჯში სწავლისას, სამოყვარულო თეატრალურ დადგმებში მონაწილეობისას მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა მოდელად და ინდოეთის ტელევიზიაში წამყვანად.
ფრიდა პინტო | |
---|---|
დაბადების სახელი | ფრიდა სელენა პინტო |
დაბადების თარიღი |
18 ოქტომბერი, 1984 მუმბაი, მაჰარაშტრა, ინდოეთი |
მოქალაქეობა | ინდოეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2008-დან დღემდე |
2008 წელს სამოდელო სააგენტოს წყალობით ფრიდამ როლი მიიღო ბრიტანულ დრამაში „ღარიბი მილიონერი“, სადაც მისი დებიუტი შედგა. ფილმი ბევრი ჯილდოსა და მათ შორის ოსკარის მფლობელი გახდა და მსახიობს პოპულარობა მოუტანა. ამის შემდეგ პინტომ რამდენიმე მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა ამერიკულ და ბრიტანულ ფილმებში. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის „აჯანყება მაიმუნების პლანეტაზე“ იქცა. არანაკლები წარმატება მოუტანა 2014 წლის ფილმმა „უდაბნოში მოცეკვავე“.
ფრიდა ჩართულია ჰუმანიტარულ აქციებში, აქტიურად მონაწილეობს ქალთა უფლებების დაცვის საკითხში. იგი სამშობლოში ნაკლებადაა ცნობილი, რადგანაც ბოლივუდურ ფილმებში არ მონაწილეობს. ინდური მასმედია აღნიშნავს, რომ მან უცხოურ ფილმებში ინდოელი ქალის სტერეოტიპი დაამსხვრია.
ბიოგრაფია
რედაქტირებაფრიდა პინტო დაიბადა 1984 წლის 18 ოქტომბერს, მუმბაიში, მანგალურელი კათოლიკების ოჯახში. მისი გვარი პორტუგალიული წარმოშობისაა, თუმცა მას არ უყვარს, როცა პორტუგალიელად მოიხსენიებენ. მისი დედა, სილვია პინტო, წმინდა იოანეს სახელობის სკოლის დირექტორი იყო; მამამისი, ფრედერიკ პინტო ბანკის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელია; ფრიდას უფროსი და შერონი NDTV-ის ერთ-ერთ არხზე პროდიუსერად მუშაობს.
ფრიდას მსახიობობის სურვილი ხუთი წლის ასაკიდან გაუჩნდა. ის გაიზარდა და სწავლობდა მუმბაის გარეუბნის, მალადას სკოლაში; სწავლა განაგრძო მუმბაის კოლეჯში, მის მთავარ სასწავლო მიმართულებას ინგლისური ფილოლოგია წარმოადგენდა. ფრიდა დაკავებული იყო ინდური კლასიკური ცეკვებითა და სალსათი.
მიუხედავად სურვილისი, მის მსახიობობაზე გადამწყვეტი როლი ფილმ მონსტრის ნახვამ იქონია. 2005 წელს მან ხელშეკრულება დადო სამოდელო სააგენტოს Elite Model Management ინდურ ფიფლიალთან და ორ წელიწადზე მეტხანს იმუშავა. იმ დროისთვის მონაწილეობა Wrigley-ს, Škoda-ს, De Beers-ის სარეკლამო რგოლებში, გამოდიოდა მოდის ჩვენებებზე და ჩნდებოდა სხვადასხვა ჟურნალის გარეკანზე. პარალელურად ქასტინგებზე დადიოდა და ამ პერიოდში გახდა ინგლისურენოვანი ტელეგადაცემა Full Circle-ის წამყვანი, რომელიც მოგზაურობას ეხებოდა. გადაღებებიდან გამომდინარე ის ბევრი ქვეყანაში იმყოფებოდა, მათ შორისაა: ავღანეთი, ტაილანდი, მალაიზია, სინგაპური, ფიჯი. ფრიდას ჰქონდა აწრუმატებელი მცდელობები მიეღო როლი ბოლივუდისა თუ ჰოლივუდის ფილმებში, მათ შორის იმყოფებოდა ჯეიმზ ბონდის გოგოსა და უმნიშვნელო ნუგეშის ქასტინგებზე.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაპინტო სამსახიობო კარიერის დაწყებამდე დანიშნული იყო როჰან ანტაოზე, რომელსაც 2002 წელს შეხვდა კოლეჯში სწალისას. მათი ურთიერთობა 2007 წელს დაიწყო და დეკემბრის თვეში გოაზე ნიშნობაც შედგა[1], თუმცა 2009 წლის იანვარში ისინი დაშორდნენ და ფრიდამ ახალი ურთიერთობა დაიწყო მის პარტნიორთან, ფილმიდან ღარიბი მილიონერი, დევ პატელთან[2]. წარმატებული ფილმების შემდეგ მსახიობი უმეტეს დროს გადაღებებზე ატარებდა, ცხოვრობდა როგორც მუმბაიში, ლონდონსა და ლოს-ანჯელესში. 2015 წლის ინტერვიუში, USA Today-სთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ პატელთან დაშორების შემდეგ ლოს-ანჯელესში დასახლდა[3][4].
პინტო აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო აქციებში, ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში და ის აღნიშნავს, რომ მაგალითს ანჯელინა ჯოლისა და მალალა იუსაფზაისგან იღებს. 2010 წელს ანდრე აგასისა და შტეფი გრაფთან ერთად გამოდიოდა მათ საქველმოქმედო ორგანიზაციის Agassi Foundation მხარდასაჭერად და მან 75 ათასი დოლარის შეგროვება შეძლო სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისა და ბავშვთა დახმარების პროგრამისთვის. ორი წლის შემდეგ კი დაინიშნა ორგანიზაცია Plan-ის მსოფლიო ელჩად[5][6].
2016 წლის თებერვალში ფრიდამ განაცხადა, რომ შეუერთდა არასამთავრობო ორგანიზაციას - We Do It Together, რომელიც აფინანსებს მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, ასევე ქალთა განვითარებისკენ მიმართულ სატელევიზიო გადაცემებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 'Slumdog Millionaire wrecked my relationship'... Freida Pinto's ex claims she is 'infatuated' with co-star Dev Patel en. Daily Mail (2009-02-22). ციტირების თარიღი: 2017-08-15.
- ↑ Wloszczyna, Susan.. (2011-03-29) Freida Pinto, Dev Patel: Like something out of a movie en. USA Today. ციტირების თარიღი: 2017-08-15.
- ↑ I carry my life in suitcases: Freida Pinto en. NDTV. Indo-Asian News Service (2010-11-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2017-08-15.
- ↑ Freida Pinto: Dev Patel And I Are Still Best Friends en. NDTV (2015-04-10). ციტირების თარიღი: 2017-08-15.
- ↑ Freida Pinto bats for girl empowerment in Ethiopia en. NDTV. Indo-Asian News Service (2013-06-02). ციტირების თარიღი: 2017-08-15.
- ↑ Because I am a girl en. Plan International. ციტირების თარიღი: 2017-08-15.