ფრთაჭრელასებრნი
ფრთაჭრელასებრნი (ლათ. Tephritidae) — ბუზების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 3—5 მმ აღწევს. უმრავსელობას ჭრელი ფრთები აქვს. ოჯახში 4 ათასი სახეობაა. გავრცელებულია მსოფლიოს ყველა კუთხეში. ფრთაჭრელასებრთა შორის არიან ხეხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მავნებლები. მაგ., ხმელთაშუაზღვის ნაყოფის ბუზი (Ceratitis capitata) აზიანებს მცენარეთა 200-ზე მეტი სახეობის წვნიან ნაყოფს; ალუბლის ბუზი (Rhagaletis cerasi) — ალუბლის, ბლის ნაყოფს; ნესვის ბუზი (Myiopardalis pardalina) — ნესვს, საზამთროს, იშვიათად გოგრასა და კიტრს; ზეთისხილის ბუზი (Dacus oleae) — ზეთისხილის ნაყოფს.
ფრთაჭრელასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Tephritidae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 400.