ფრენსის რაიტი
ფრენსის რაიტი, ცნობილი, როგორც ფენი რაიტი (დ. 1795, 6 სექტემბერი — გ. 1852, 13 დეკემბერი) — შოტლანდიელი ლექტორი, მწერალი, ფემინისტი, და სოციალური რეფორმატორი, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მოიპოვა 1825 წელს. იმავე წელს დააარსა „Nashoba Commune“ ტენესიში, როგორც უტოპიური საზოგადოება, რომელიც მონების საბოლოო გათავისუფლებისთვის მომზადების დემონსტრაციას ახდენდა, მაგრამ ამ პროექტმა მხოლოდ 5 წელს გასტანა. 1820-იანი წლების მეორე ნახევარში, რაიტი გახდა პირველი ქალი, რომელმაც საჯარო გამოსვლაზე ისაუბრა პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებზე. ის საუბრობდა ისეთ საკამათო თემებზე, როგორებიცაა: უნივერსალური განათლება, მონების გათავისუფლება, თანასწორი უფლებები, სექსუალური თავისუფლება და ასე შემდეგ. იგი ასევე ეწინააღმდეგებოდა ორგანიზებულ რელიგიას და სიკვდილით დასჯას. პრესა და მედია მუდმივად აკრიტიკებდა მის რადიკალურ შეხედულებებს. მის საჯარო გამოსვლებს შედეგად მოჰყვა ფენი რაიტი საზოგადოებების ჩამოყალიბება. 1929 წლიდან იგი ასოცირდებოდა ნიუ-იორკის მამაკაცთა მუშათა პარტიასთან.
ფრენსის რაიტი | |
---|---|
ინგლ. Frances Wright | |
დაბადების თარიღი | 6 სექტემბერი, 1795[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | დანდი[4] |
გარდაცვალების თარიღი | 13 დეკემბერი, 1852[1] [2] [3] (57 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ცინცინატი |
დასაფლავებულია | Spring Grove Cemetery[5] |
საქმიანობა | მწერალი[6] [7] და ფილოსოფოსი |
მოქალაქეობა |
დიდი ბრიტანეთის სამეფო დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო აშშ |
Magnum opus | Course of Popular Lectures |
ჯილდოები | ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[8] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფრენსის რაიტი დაიბადა 1795 წლის 6 სექტემბერს, დანდიში, შოტლანდიაში, კამილა და ჯეიმზ რაიტების ოჯახში. მისი მამა იყო თეთრეულის მდიდარი მწარმოებელი, დანდის სავაჭრო ნიშნის დიზაინერი და გააჩნდა რადიკალური პოლიტიკური შეხედულებები. იგი ამით შეესაბამებოდა ადამ სმიტს და მხარს უჭერდა ამერიკელ პატრიოტებსა და ფრანგ რესპუბლიკელებს, მათ შორის გილბერტ დუ მოტიერს, მარკიზ დე ლაფაიეტს. ფრენსისი, ანუ „ფენი“, როგორც მას ბავშვობიდანვე ეძახდნენ, ოჯახის სამი შვილიდან შუათანა იყო. ჰყავდა უფროსი ძმა, რომელიც ჯერ კიდევ ფრენსისის მცირეწლოვნობაში გარდაიცვალა, და და — კამილა. რაიტის დედა ასევე ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მისი მამა გარდაიცვალა 1798 წელს, როდესაც ფრენსისი ორი წლის იყო. ობოლი დები რაიტები აღიზარდნენ ინგლისში, კემპბელების, დედის ნათესავების ოჯახში. დედის დეიდა გახდა რაიტის მეურვე გახდა და შეასწავლა მას ფრანგი მატერიალისტების ფილოსოფიაზე დაყრდნობილი იდეები. 1813 წელს, თექვსმეტი წლის ასაკში, დაბრუნდა შოტლანდიაში საცხოვრებლად, ბიძაშვილთან, ჯეიმზ მილენთან, რომელიც ფილოსოფიის პროფესორი იყო გლაზგოს კოლეჯში. რაიტი ზამთრის თვეებს სწავლასა და წერაში ატარებდა, ხოლო ზაფხულის პერიოდში შოტლანდიის მაღალმთიანეთს სტუმრობდა. დაინტერესებული იყო ბერძენი ფილოსოფოსების, განსაკუთრებით ეპიკურეს ნამუშევრებით, რომელიც ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მის პირველ წიგნში — „რამდენიმე დღე ათენში“ (1822), რომელიც თვრამეტი წლის ასაკში დაწერა. რაიტმა ასევე შეისწავლა ისტორია და დაინტერესდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციული დაყოფით.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებარაიტი დაქორწინდა ფრანგ ექიმ ჟილემ დარუსმონზე, პარიზში, საფრანგეთი, 1831 წლის 22 ივნისს. რაიტმა პირველად ის ინდიანაში, სადაც ერთ დროს პედაგოგი იყო. დარუსმონი ასევე თან ახლდა ჰაიტიში 1830 წელს. რაიტისა და დარუსმონის ქალიშვილი, ფრანსეს-სილვა ფიკიპალ დ’არუსმონტი, დაიბადა 1832 წლის 14 აპრილს.
გარდაცვალება
რედაქტირებაფრენსის რაიტი გარდაიცვალა 1852 წლის 13 დეკემბერს, ცინცინატში, ოჰაიოში, ყინულზე დავარდნისას მენჯ-ბარძაყის დაზიანების შედეგად გამოწვეული გართულებებისგან. დაკრძალულია ცინცინატის საგაზაფხულო ჭალის სასაფლაოზე. მისმა ასულმა, ფრანსეს-სილვას დ’არუსმონტმა, მემკვიდრეობით მიიღო რაიტის სიმდიდრე და ქონება. რაიტი, ქალთა უფლებების ადრეული დამცველი და სოციალური რეფორმატორი, პირველი ქალი იყო, რომელმაც 1820-იანი წლების ბოლოს შეერთებულ შტატებში წაიკითხა საჯარო ლექციები მამაკაცებისა და ქალების პოლიტიკური და სოციალური რეფორმების საკითხებზე. მისი შეხედულებები მონობის, თეოლოგიისა და ქალთა უფლებების შესახებ იმ დროისთვის რადიკალურად ითვლებოდა და მკაცრ კრიტიკას იწვევდა პრესისა და სასულიერო პირების მხრიდან.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 467. — ISBN 978-1-85743-228-2
- ↑ Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1189.
- ↑ https://www.findagrave.com/memorial/23549227/frances-wright
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ https://www.womenofthehall.org/inductee/fanny-wright/