ფრედერიკ გარაჩინო
ფრედერიკ გარაჩინო (ინგლ. Frederick Guarracino; დ. 19 აგვისტო, 1819, კორფუ, — გ. 11 ნოემბერი, 1889, მალტა) — ბრიტანელი დიპლომატი.
1840-1846 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის ვიცე-კონსული იმჟამად ოსმალეთის შემადგენლობაში მყოფ ბათუმში (ამ თანამდებობაზე შეცვალა უილიამ რიჩარდ ჰოლმზმა).[1] 1841 წელს ტყვია-წამლით ეხმარებოდა რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულ გურულებს. შემდეგ მსახურობდა ვიცე-კონსულად სამსუნში (1846-1855), კონსულად სამსუნსა და სინოპში (1855-1859), მთავარ დრაგომანად უმაღლეს საკონსულო უწყებაში კონსტანტინეპოლში (1859-1860), კონსულად კრეტაზე (1860-1862), გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებლად კონსტანტინეპოლში (ხანგამოშვებით, 1861-1870). 1872 წელს პენსიაზე გავიდა.[2] მისი დიპლომატიური მიმოწერა შეიცავს ინფორმაციას საქართველოში მონებით ვაჭრობის შესახებ; აღწერილი აქვს საკუთარი მოგზაურობა აჭარაში, შავშეთსა და არტაანში.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ BARAMIDZE, Irakli. THE FIRST BRITISH CONSULATE IN BATUMI DURING OTTOMAN RULE: REASONS FOR ESTABLISHMENT, PURPOSE AND STRATEGY (1840-1852). HISTORY, ARCHAEOLOGY, ETHNOLOGY, [S.l.], n. VIII, p. 41-52, dec. 2022. ISSN 2449-285X.
- ↑ The Foreign Office List and Diplomatic and Consular Year Book, 1882, – გვ. 107.
- ↑ Frederick Guarracino, 'Notes made on a Journey from Batoom by Adjarah, Shavshet, Ardanuch, Ardahan, Ghivleh, Penek, and Olti, to Erzeroom', Great Britain, Public Records Office/Foreign Office (PRO/FO) 526/2, 31 August 1841