უილიამ რიჩარდ ჰოლმზი

სერ უილიამ რიჩარდ ჰოლმზი (ინგლ. William Richard Holmes; დ. 1822 — გ. 1882) — ბრიტანელი დიპლომატი.

1841 წლიდან მუშაობდა დიდი ბრიტანეთის საკონსულოში ერზურუმში. 1846 წლის მარტიდან 1852 წლის ნოემბრამდე იყო ვიცე-კონსული იმჟამად ოსმალეთის შემადგენლობაში მყოფ ბათუმში (ამ თანამდებობაზე შეცვალა ფრედერიკ გარაჩინო).[1] ასევე სხვადასხვა დროს მსახურობდა ვიცე-კონსულად სამსუნში (1846), კონსულად დიარბაქირში (1852-1854), მონასტირსა (1854-1860) და ბოსნიაში (1860-1877). მონაწილეობდა ჰერცეგოვინის კრიზისის მოსაგვარებლად შექმნილ ევროპულ კომისიაში (1861) და კონსტანტინეპოლის საერთაშორისო კონფერენციაში (1876-1877). 1877 წელს პენსიაზე გავიდა.[2] ჰოლმზის ჩანაწერები შეიცავს ცნობებს ბათუმისა და მისი შემოგარენის სოციალური და პოლიტიკური ვითარების შესახებ XIX საუკუნის 40-50-იანი წლების მიჯნაზე.[3]

  1. BARAMIDZE, Irakli. THE FIRST BRITISH CONSULATE IN BATUMI DURING OTTOMAN RULE: REASONS FOR ESTABLISHMENT, PURPOSE AND STRATEGY (1840-1852). HISTORY, ARCHAEOLOGY, ETHNOLOGY, [S.l.], n. VIII, p. 41-52, dec. 2022. ISSN 2449-285X.
  2. The Foreign Office List and Diplomatic and Consular Year Book, 1882, – გვ. 116-117.
  3. ოლეგ ჯიბაშვილი, ირაკლი ბარამიძე, ხათუნა დიასამიძე; „სოციალურ-პოლიტიკური ვითარება ბათუმსა და შემოგარენში XIX საუკუნის 40-50-იანი წლების მიჯნაზე (ბრიტანეთის ვიცე-კონსულის – ჰოლმსის ცნობების მიხედვით)“, კრ.: „ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა“ (საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), ტ. XII, ISSN 1987-8745, ბათუმი, გამომც. „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, გვ. 24-34.