ფრეგატი (კუნძული)
ფრეგატი (ინგლ. Frégate Island, ფრანგ. Île de Frégate) — სეიშელის შიდა კუნძულების ერთ-ერთი კუნძული. მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, ეკუთვნის სეიშელის კუნძულების სახელმწიფოს. მდებარეობს 55 კმ-ით აღმოსავლეთით კუნძულ მაედან. ფართობი — 2,19 კმ². ცნობილია როგორც განმარტოვებული კერძო კურორტი. ჟურნალმა «Times»-მა ფრეგატის პლაჟები მიიჩნია მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოებად[1].
მშობ. სახელი: ინგლ. Frégate Island ფრანგ. Île de Frégate | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 04°35′09″ ს. გ. 55°56′29″ ა. გ. / 4.58583° ს. გ. 55.94139° ა. გ. |
ფართობი | 2,19 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 125 მ |
სეიშელის კუნძულები | |
ოლქი | ლა-დიგი და შიდა კუნძულები |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 208 |
სიმჭიდროვე | 94,98 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაფრეგატის კუნძულზე ყველაზე მაღალი წერტილი მდებარეობს სინიალეს მთაზე, კუნძულის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 125 მეტრზე. მთიდან დაახლოებით 300 მეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთით მოედინება მდინარე ბამბოუსი, რომლის კალაპოტი გადის გროს-ბუა ნუარის და პლეინ მანიანის გვერდით კუნძულის შიდა ნაწილში. შესართავი მდებარეობს ფრეგატის კუნძულის აეროპორტის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიახლოვეს[1]. კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს 7 პლაჟი. სამხრეთით გაშენებულია პლანტაცია.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაფრეგატის კუნძულზე მცენარეულობა წარმოდგენილია Calophyllum inophyllum-ის სახეობით, კეშუს კაკლით და ინდური ნუშის ხით. ცხოველთა შორის გვხვდება ენდემური სეიშელის შამა-შაშვი (Copsychus sechellarum), გიგანტური კუ (Megalochelys gigantea) და შავტანიანი ხოჭო.
ეკოლოგია
რედაქტირებაადამიანები კუნძულზე მოვიდნენ XVII საუკუნეში და თან მოიყვანეს კატები, ძაღლები, ვირთხები, ტარაკანები და ქოქოსის ხეები. ეს სახეობები მნიშვნელოვნად ემუქრებიან ადგილობრივ ფლორას და ფაუნას და 10 წლის განმავლობაში ცდილობდნენ აღმოეფხვრათ ადამიანების მიერ მიყენებული ზარალი. ფრეგატის კუნძულზე შექმნილია სეიშელის კუნძულების ყველაზე დიდი საცდელი, ათობით ათასი ადგილობრივი ხე-ნარგავების აღსადგენად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი (ინგლისური)
- The Islands of the Seychelles დაარქივებული 2010-09-01 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)