სეიშელის შიდა კუნძულები
სეიშელის შიდა კუნძულები (ან გრანიტის სეიშელის კუნძულები ინგლ. Granitic Seychelles) — კუნძულთა ჯგუფი ინდოეთის ოკეანე, რომელიც შედის სეიშელის კუნძულების შემადგენლობაში (მასში ასევე შედის კიდევ კუნძულთა რამდენიმე ჯგუფი, რომელთა გაერთიანებასაც ეწოდება სეიშელის გარე კუნძულები) შემადგენლობაში. შესაბამისად კუნძულთა ამ ჯგუფს ასევე ეძახიან შიდა კუნძულებს. 2010 წლის აღწერის მონაცემებით შიდა კუნძულების მოსახლეობის რაოდენობა კუნძულ მაესთან ერთად შეადგენს 90 187 ადამიანს[1] (კუნძული მაე — 78 539 ადამიანი), მაეს გარეშე 11 648 ადამიანს.
მშობ. სახელი: ინგლ. Granitic Seychelles | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 04°30′58″ ს. გ. 55°34′37″ ა. გ. / 4.51611° ს. გ. 55.57694° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 44 |
მთავარი კუნძული | მაე |
ფართობი | 243,7 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 905 მ |
სეიშელის კუნძულები | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 90 187 (2010) |
სიმჭიდროვე | 370,07 ად. /კმ² |
სეიშელის შიდა კუნძულები მდებარეობს სეიშელის ამაღლებაზე, რომელიც წარმოადგენს მასკარენის ქედის (Mascarene Plateau) ჩრდილოეთ ნაწილს.
ცნობილია ამ ჯგუფში შემავალი 44 კუნძული. მათ შორის 2 კუნძული, რომლებიც მდებარეობენ კუნძულთა დანარჩენი ნაწილიდან ჩრდილოეთით, მარჯნისაა:
დანარჩენი კუნძულები ჩამოყალიბებულია გრანიტისაგან, სეიშელის გარე კუნძულებისაგან განსხვავებით, რომლებიც გეოლოგიური თვალსაზრისით მარჯნისაა. გარე მარჯნის კუნძულებისგან განსხვავებით სეიშელის გრანიტის კუნძულები მდიდარია ნაყოფიერი ნიადაგით, მათთვის დამახასიათებელია მდიდარი მცენარეულობა ცხოველთა სამყარო. იქ თავმოყრილია დასახლებული პუნქტების უმრავლესობა და ქვეყნის პრაქტიკულად მთელი სამეურნეო საქმიანობა.
- მაე (Mahé) — სეიშელის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძული
- სამხრეთ-დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ არსებული კუნძულები
- კონსეპშენი (Conception)
- ტერეზი (Thérèse)
- ლ’ისლეტი (L’Islette)
- ვაშ-მარინი (Ile aux Vaches (Marines))
- ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპიროს გასწვრივ არსებული კუნძულები
- სამხრეთ-დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ არსებული კუნძულები
- დასავლეთი შიდა კუნძულები
- სილუეტი (Silhouette) — მაედან ჩრდილო-დასავლეთით
- ნორტი (North Island / Ile du Nord)
- მამელი (Mamelles) — მომცრო კუნძული მაესა და პრასლინს შორის
- ჩრდილო-აღმოსავლეთი შიდა კუნძულები
- არიდი (Aride)
- ბუბი (ილ-ო-ფუ) (Booby / Ile aux Fous)
- პრასლინი (Praslin)
- ნორტ-კუზენი (Cousin / Cousin N.)
- საუტ-კუზენი (Cousine / Cousin S.)
- კურიოზი (Curieuse)
- შოვ-სური (ჟანეტი) (Chauve Souris / Jeanette Island)
- სენ-პიერი (St. Pierre)
- რაუნდი (რონდი) (Round / Ile Ronde)
- ლა-დიგი (La Digue)
- ლა-ფუში (Ile La Fouche)
- ფელისიტე (Félicité)
- კოკო (Cocos / Ile aux Cocos)
- მერი-ანი (Marianne)
- უესტ-სისტერი (პტი-სორი) (Petite Sœur)
- ისტ-სისტერი (გრანდ-სორი) (Grand Sœur)
- აღმოსავლეთი შიდა კუნძულები
- ფრეგატი (Frégate)
- ლ’ილო ფრეგატი (L’Ilot Frégate)
- რესიფი (Récif / Ile aux Récifs)
- კუნძულები, რომელთა ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია
- ჰარისონ-როკსი (გრან-როშე) (Harrison Rocks / Grand Rocher)
- ლ’ილო (L’Ilot)
- სური (Souris)
- ზავე (Zavé)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Granitic Seychelles forests (World Wildlife Fund)
- Islands of the Seychelles Archipelago (I[მკვდარი ბმული], II[მკვდარი ბმული], III[მკვდარი ბმული], IV[მკვდარი ბმული], V[მკვდარი ბმული] parts) საიტზე Virtual Seychelles (official website of the Republic of Seychelles)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Population and Housing Census 2010 Report. National Bureau of Statistics. ციტირების თარიღი: 12 November 2013.