სეიშელის გარე კუნძულები
სეიშელის გარე კუნძულები (სეიშელის კრეოლი Zil Elwannyen Sesel) — კუნძულთა რამდენიმე ჯგუფის პირობითი სახელი სეიშელის კუნძულების შემადგენლობაში, სეიშელის შიდა კუნძულების გამოკლებით. მდებარეობს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში. არ ქმნის ერთიან გეოგრაფიულ მთლიანობას. სეიშელის კუნძულების მთავარ კუნძულ მაედან მდებარეობს 230 კმ-დან 1150 კმ-მდე მანძილზე.
მშობ. სახელი: სეიშელის კრეოლი Zil Elwannyen Sesel | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 05°58′07″ ს. გ. 53°03′26″ ა. გ. / 5.96861° ს. გ. 53.05722° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 64 |
მთავარი კუნძული | ალდაბრა |
ფართობი | 211,3 კმ² |
სეიშელის კუნძულები | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 758 (2010) |
სიმჭიდროვე | 3,59 ად. /კმ² |
სეიშელის შიდა კუნძულებისგან განსხვავებით ისინი მხოლოდ მარჯნის რიფებია და ამიტომ ხშირად ასევე ეძახიან მარჯნის კუნძულებს. საკმაოდ მეჩხერი დასახლების გამო ეს კუნძულები არ არიან ჩართულები სეიშელის კუნძულების საარჩევნო და ადმინისტრაციულ დანაყოფში.
მარჯნის კუნძულები — ბრტყელი, მოსწორებული ატოლებია, ოკეანის დონიდან მხოლოდ 4—8 მეტრზე ამოწეულები. კირქვისგან ჩამოყალიბებული ნიადაგი პრაქტიკულად ვერ იკავებს სინოტივეს, რომელიც მუსონებს მოაქვთ (1500 მმ-მდე წელიწადში), და ამიტომ გვალვა — ატოლების ხშირი სტუმარია. სეიშელის გარე კუნძულები ღარიბია ნაყოფიერი ნიადაგით და თითქმის არ შეიცავს მტკნარ წყალს. ამის გამო ბევრ მათგანზე არ არსებობს არავითარი მცენარეულობა, ქოქოსის პალმის გარდა და შედეგად არ არსებობს მუდმივი მოსახლეობაც.
სეიშელის გარე კუნძულების საერთო ფართობია — 211,3 კმ², რაც შეადგენს სეიშელის კუნძულების ხმელეთის საერთო ფართობის 46 %-ს. მაგრამ მისი მოსახლეობა 2010 წლის აღწერით შეადგენს 758 ადამიანს[1], ანუ ქვეყნის საერთო მოსახლეობის მხოლოდ 0,8 %-ს. სულ მოსახლეობა ცხოვრობს 11 კუნძულზე. ყველაზე დიდი დასახლებები მდებარეობს კუნძულ კოეტივიზე.
სეიშელის გარე კუნძულები მოიცავს კუნძულების ხუთ ჯგუფს (დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ):
- ალდაბრის კუნძულები — ფართობი 176 კმ².
- ფარქუარის კუნძულები — ფართობი 11 კმ². კუნძულების ჯგუფი მოიცავს ორ ატოლს, ერთ ცალკე კუნძულს და ერთ რიფს:
- ფარქუარი — ატოლი, რომელიც შედგება ორი დიდი და რამდენიმე უფრო პატარა კუნძულებისაგან.
- პროვიდენსი — ატოლი, რომელიც შედგება პროვიდენსის და სერფის კუნძულებისაგან.
- სენ-პიერი — კუნძული.
- უიზარდის რიფი
- ალფონსის კუნძულები — ფართობი 2 კმ². მოიცავს ორ ატოლს — სენ-ფრანსუას და ალფონსს.
- ალფონსი — მდებარეობს ჩრდილოეთში. შედგება ერთი იმავე დასახელების კუნძულისაგან.
- სენ-ფრანსუა — მდებარეობს სამხრეთში. მოიცავს 2 კუნძულს — სენ-ფრანსუას და ბიჟუტიეს.
- ამირანტის კუნძულები (8 მარჯნის კუნძული და სამი ატოლი) — ფართობი 10 კმ².
- სამხრეთის მარჯნის ჯგუფი — კუნძულები პლატი და კოეტივი, ფართობი 10 კმ².
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Population and Housing Census 2010 Report. National Bureau of Statistics. ციტირების თარიღი: 12 November 2013.