ანონიმი (კუნძული)
ანონიმი (ფრანგ. Île Anonyme) — კუნძული ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, რომელიც შედის სეიშელის შიდა კუნძულები შემადგენლობაში, ეკუთვნის სეიშელის კუნძულების სახელმწიფოს.
მშობ. სახელი: ფრანგ. Île Anonyme | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 04°39′55″ ს. გ. 55°31′22″ ა. გ. / 4.6652917° ს. გ. 55.5229278° ა. გ. |
ფართობი | 0,096 კმ² |
სეიშელის კუნძულები | |
ოლქი | პუანტ-ლა-რუ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2015) |
კუნძული ანონიმი იმყოფება სეიშელის კუნძულების პრეზიდენტის ქალიშვილის კერძო მფლობელობაში.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს კუნძულ მაეს აღმოსავლეთ სანაპიროდან 700 მეტრში. კუნძულის ფართობია 40 აკრი (0,096 კმ²). გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით.
ხმელეთის ამ პატარა ნაწილში არსებობს პალმის ნარგავები, ხშირი ტროპიკული ტყეები, საშუალო ზეგნები, გამოქვაბულები და თეთრქვიშიანი მყუდრო უბეები.
კლიმატი
რედაქტირებაკუნძულის კლიმატი — სუბეკვატორული ზღვისაა. ოკეანე და იქიდან ნაქროლი ქარი დიდ გავლენას ახდენს ამინდზე და ეს იცავს მას ძლიერი სიცხისაგან. აქ მთელი წლის განმავლობაში ზაფხულია, ტემპერატურა იშვიათად ეცემა + 25 °C-ზე დაბლა. წვიმა მოდის დეკემბრის დასაწყისიდან თებერვლის შუამდე, რომელიც როგორც წესი ძლიერია, მაგრამ მოკლე ხანს გრძელდება. წყალი თბილია მთელი წლის განმავლობაში, წყლის ტემპერატურა არ ეცემა + 28 °C-ზე დაბლა.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაკუნძულზე არსებობს მეტად საოცარი მცენარეულობა, რომლებიც სხვაგან არსად არ იზრდება. ამას გარდა, ბინადრობენ დიდი კუები, რომელთა ასაკი აღწევს დაახლოებით 200 წელს. სექტემბერში ეს ცხოველები დებენ კვერცხებს, ხოლო მარტში შესაძლებელია ვნახოთ ახალდაბადებული კუების შთამომავლები.
ისტორია
რედაქტირებაკუნძულმა თავისი სახელი მიიღო აფრიანი გემისგან, რომელიც ასრულებდა რეისს მავრიკისა (ილ-დე-ფრანსი) და რეიუნიონის (ბურბონი) კუნძულებს შორის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანონიმის კუნძული დაარქივებული 2012-07-29 საიტზე Wayback Machine.