კურიოზი
კურიოზი (ფრანგ. Curieuse) — სეიშელის შიდა კუნძულების ერთ-ერთი კუნძული. მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, ეკუთვნის სეიშელის კუნძულების სახელმწიფოს.
მშობ. სახელი: ფრანგ. Curieuse | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 04°16′58″ ს. გ. 55°43′28″ ა. გ. / 4.28278° ს. გ. 55.72444° ა. გ. |
ფართობი | 2,86 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 172 მ |
სეიშელის კუნძულები | |
ოლქი | ბე-სენტ-ანი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 200 (2009) |
სიმჭიდროვე | 69,93 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაეს მომცრო (2,86 კმ²) გრანიტის კუნძულია, რომელიც მდებარეობს 1 კმ-ზე ცოტათი ჩრდილოეთით კუნძულ პრასლინიდან, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — 172 მეტრი.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებადღეისათვის კუნძული ცნობილია, როგორც ერთ-ერთი იმ ორი ადგილიდან, სადაც იზრდება სეიშელის პალმა. კუნძულზე ასევე ბინადრობს ატოლ ალდაბრიდან შემოყვანილი დაახლოებით 500 გიგანტური კუ. კუნძულის ირგვლივ არსებულ წყლებში ბინადრობს სხვა ჯიშის კუ — ბისა, რომელიც ნაპირზე გამოდის მხოლოდ კვერცხების დასადებად. ფრინველთაგან ბუდობს პატარა თუთიყუში-ვაზის (ლათ. Coracopsis nigra) სეიშელის ქვესახეობა. მცენარეულობიდან ასევე გავრცელებულია ტამანუ (ლათ. Calophyllum inophyllum).
ისტორია
რედაქტირებაადრე კუნძულს სახელად ერქვა ილ-რუჟი (Ile Rouge — ფრანგულად «წითელი კუნძული») ნიადაგის ფერის გამო[1]. 1768 წელს კუნძულმა მიიღო თანამედროვე სახელი, იმ გემის პატივსაცემად, რომელსაც მეთაურობდა მარკ ჟოზეფ მარიონ-დიუფრენი, რომელმაც ეს ტერიტორია საფრანგეთის საკუთრებად გამოაცხადა. 1771 წელს მეზღვაურებმა პალმების ნაყოფის შეგროვების გასაადვილებლად გადაწვეს კუნძული და ხანძრის კვალი ჩანს დღემდე.[2] 1827 წელს კუნძულ მავრიკის მთავრობამ კუნძულზე მოაწყო ლეპროზორია და 1965 წლამდე კუნძულის მაცხოვრებლები იყვნენ მხოლოდ ექიმები და ავადმყოფები[3]. 1979 წელს კუნძული და სანაპირო წყლები შევიდა საზღვაო კურიოზის ეროვნული პარკის შემადგენლობაში ფართობით 14,7 კმ²[4].
მოსახლეობა
რედაქტირებამოსახლეობა — დაახლოებით 200 ადამიანი (2009 წელი).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Islands of the Seychelles. Curieuse. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-28. ციტირების თარიღი: 2015-08-23.
- ↑ Carpin, Sarah, (1998) Seychelles, Odyssey Guides, p.141
- ↑ კუნძული კურიოზი[მკვდარი ბმული]
- ↑ Marine National Parks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-07. ციტირების თარიღი: 2015-08-23.