ფრანჩესკო III დ’ესტე

(გადამისამართდა გვერდიდან ფრანჩესკო III დ'ესტე)

ფრანჩესკო III დ’ესტე (იტალ. Francesco III d'Este; დ. 2 ივლისი, 1698,[1] მოდენა, იტალია — გ. 22 თებერვალი, 1780,[2] ვარეზე, იტალია) — მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგის რინალდო დ’ესტე უფროსი ვაჟი და მისი მემკვიდრე 1737 წლის 26 ოქტომბრიდან.

ფრანჩესკო III დ’ესტე

1720 წლის 21 ივნისს მან იქორწინა შარლოტ დ’ორლეანზე (22 ოქტომბერი 170019 იანვარი 1761), საფრანგეთის რეგენტის ჰერცოგ ფილიპ II დ’ორლეანის ასულზე. 1737 წელს საღვთო რომის იმპერიის იმპერატორისაგან მან ვასალური პირობით მიიღო ნოვარელას საგრაფო, რომელიც 1728 წელს გონძაგას საგვარეულოს ამ შტოს უმემკვიდრეოდ გადაშენების შემდეგ იმპერატორმა მიითვისა. ავსტრიის მემკვიდრეობისათვის ომში ფრანჩესკო III ფრანგების მხარეზე იბრძოდა. ამის გამო 1742 წლის 6 ივნისს ავსტრიისა და სარდინიის ჯარებმა იგი დაამარცხეს და თავისი საჰერცოგოდან გააძევეს. ფრანჩესკო III-ემ მიწები უკან დაიბრუნა 1748 წლის 30 აპრილს აახენის მეორე ზავის პირობის მიხედვით. მიუხედავად ავსტრიის მიმართ მისი არალოიალურობისა 1754 წელს მარია ტერეზიამ იგი ლომბარდიის შტატჰალტერად დანიშნა.

ფრანჩესკო III-ესა და შარლოტ დ’ორლეანს 10 შვილი ჰყავდათ:

  • ალფონსო (1723-1725)
  • ფრანჩესკო კონსტანტინო (1724-1725)
  • ფელიჩიტა (1726-1754) ∞ 1744, ჟან დე ბურბონი, ჰერცოგი დე პენტიევრი.
  • ერკოლე III (1727-1803, ჰერცოგი 1780 წლიდან, ∞ 1741, მარია ტერეზა, მასასა და კარარას ჰერცოგის ალბერიგო ჩებოს ასული.
  • მატილდა (1729-1803)
  • სახელით უცნობი ვაჟი
  • სახელით უცნობი ასული
  • ფორტუნატა (1734-1803) ∞ 1759, ჰერცოგი ლუი ფრანსუა დე კონტი.
  • ბენედეტა (1736-1751)
  • მარია ერნესტინა (1741-1774)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება