ფილიპ II ორლეანელი
ფილიპ II ორლეანელი (ფრანგ. Philippe II de Orléans; დ. 2 აგვისტო, 1674 — გ. 2 დეკემბერი, 1723) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის უმცროსი ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ისა და მისი მეორე ცოლის, ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელის ვაჟი. ორლეანის ჰერცოგი 1701-23, საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის რეგენტი 1715-23 და ასევე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 1723 წლის აგვისტოდან გარდაცვალებამდე. მისი ფაქტობრივი მმართველობისას ურთიერთობები დათბა მეზობელ ესპანეთთან, რა მიზნითაც მან თავისი ასული ლუიზ ელიზაბეტი ესპანეთის მეფეზე დააქორწინა, ასევე გეგმავდა ლუი XV-ის მარიანა ვიქტორია ესპანელზე დაქორწინებასაც, თუმცა ნიშნობა 1725 წელს ჩაიშალა, რასაც იგი ვეღარ მოესწრო.
ფილიპ II ორლეანელი | |
---|---|
ორლეანის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 9 ივნისი, 1701 |
მმართ. დასასრული: | 2 დეკემბერი, 1723 |
წინამორბედი: | ფილიპ I |
მემკვიდრე: | ლუი |
საფრანგეთის რეგენტი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 სექტემბერი, 1715 |
მმართ. დასასრული: | 15 თებერვალი, 1723 |
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი | |
მმართ. დასაწყისი: | 9 ივნისი, 1723 |
მმართ. დასასრული: | 2 დეკემბერი, 1723 |
წინამორბედი: | კარდინალი გულიელმო დუბუა |
მემკვიდრე: | ლუი ანრი დე ბურბონი |
მონარქი: | ლუი XV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 აგვისტო, 1674 |
დაბ. ადგილი: | შატო დე სენ-კლოდი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 2 დეკემბერი, 1723, (49 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვერსალის სასახლე |
დაკრძ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ფრანსუაზ მარი დე ბურბონი (ქ. 1692) |
შვილები: |
მარი ლუიზი, ბერის ჰერცოგინია ლუიზ ადელაიდა, შელის აბატისა შარლოტ აგლაე, მოდენას ჰერცოგინია ლუი, ორლეანის ჰერცოგი ლუიზ ელიზაბეტი, ესპანეთის დედოფალი ფილიპინა ელიზაბეტი, მადმუაზელ ბეჟოლუა ლუიზ დიანა, კონტის პრინცესა |
დინასტია: | ორლეანელები |
მამა: | ფილიპ I, ორლეანის ჰერცოგი |
დედა: | ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
1692 წელს ფილიპი იძულებით დააქორწინეს ლუი XIV-ის უკანონოდ შობილ ქალიშვილ ფრანსუაზ მარი დე ბურბონზე, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე უბედური ქორწინება ჰქონდა. ფილიპ II გარდაიცვალა ვერსალის სასახლეში, მისი მმართველობა საფრანგეთში ცნობილია როგორც რეგენტობა.
ოჯახი
რედაქტირებაფილიპის მამა, ორლეანის ჰერცოგი ფილიპ I იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ანა ავსტრიელის მეორე და უმცროსი ვაჟი. მეფე ლუი XIII ვაჟების დაბადებიდან მალევე დაიღუპა, ტახტზე კი ფილიპის უფროსი ძმა ლუი XIV ავიდა, რომელიც დედა-დედოფალმა ანა ავსტრიელმა 1660 წელს ესპანეთთან ალიანსის შექმნის მიზნით ინფანტა მარია ტერეზა ესპანელზე დააქორწინა, რასაც მოჰყვა 1661 წელს ფილიპ I-ის ქორწინება ჰენრიეტა ინგლისელთან. თავად ჰენრიეტა ინგლისისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ I-ისა და დედოფალ ანრიეტა მარია ფრანგის ასული იყო და ფილიპს მამიდაშვილად ერგებოდა. არც თუ ისე ბედნიერ წყვილს სამი შვილი შეეძინა: მარია ლუიზა, ესპანეთის დედოფალი; ანა მარია, სარდინიის დედოფალი და ასევე ფილიპ შარლი, რომელიც ჩვილობაში დაიღუპა.
ჰენრიეტა 1670 წელს დაიღუპა და მემკვიდრის გაჩენის მიზნით მეორედ დაქორწინდა გერმანელ პრინცესა ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელზე, რომელიც ფილიპის პირველი ცოლის მამიდაშვილი იყო. ელიზაბეთსა და ფილიპს შორის გამუდმებით შორის იდგა ფილიპის საყვარელი შევალიერ დე ლორენი, თუმცა მათ მაინც შეეძინათ ორი შვილი: შემდგომში უკვე ორლეანის ჰერცოგი ფილიპ II და ლოთარინგიის ჰერცოგინია ელიზაბეტ შარლოტი.
ბავშვობა
რედაქტირებაფილიპი დაიბადა 1674 წლის 2 აგვისტოს, მამამისის რეზიდენცია შატო დე სენ-კლოდში. როგორც საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის შვილიშვილი, იგი მაინც ატარებდა საფრანგეთის შვილის, მონსინიორისა და მისი უდიდებულესობის წოდებებს.
მას დაბადებისთანავა უბოძეს შარტრის ჰერცოგის წოდება, რის გამოც ბავშვობაში იგი მონსინიორ შარტრის ჰერცოგის სახელით იყო ცნობილი. გარდა ამისა, იგი ასევე ატარებდა ვალუას გრაფის ტიტულსაც.
თავისი დაბადებით ფილიპი საფრანგეთის სამეფო ტახტის რიგით მეოთხე მემკვიდრე იყო, ვინაიდან პირველი თავად ლუი XIV-ის ვაჟი, დოფინი ლუი, შემდეგ მეფის ძმა, ანუ მამამისი, ჰერცოგი ფილიპ I, შემდეგ კი შარტრის უფროსი ძმა.
1676 წელს ფილიპის უფრის ძმა გარდაიცვალა, რის გამოც ორლეანელთა ერთადერთ მემკვიდრედ ფილიპი იქცა. ამის შემდეგ დედამისი, ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი მხოლოდ ერთხელღა დაფეხმძიმდა, რა დროსაც მან ლოთარინგიის მომავალი ჰერცოგინია ელიზაბეტ შარლოტი გააჩინა. აღსანიშნავია, რომ ფილიპი და მისი უმცროსი და ყოველთვის საოცრად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.
შარტრის ახალგაზრდა ჰერცოგი მამის ბრძანებით მის რეზიდენციაში, ანუ შატო დე სენ-კლოდში იზრდებოდა, ვერსალის სამეფო კარისგან შორს, სადაც თავად ფილიპ I და მისი ცოლი ცხოვრობდნენ. პატარა ფილიპის აღზრდაზე, წარსულში დიდებულებით ცნობილი კარდინალი მაზარინის დის შვილი, ანა მარია მანჩინი ზრუნავდა.
განათლება
რედაქტირებასამხედრო კარიერა
რედაქტირებაქორწინება
რედაქტირებაცხოვრება სამეფო კარზე
რედაქტირებარეგენტობა
რედაქტირებალუი XIV-ის სურვილი
რედაქტირებასელამარის შეთქმულება
რედაქტირებაგარდაცვალება
რედაქტირებაშვილები
რედაქტირებალეგიტიმური შვილები
რედაქტირებაარალეგიტიმური შვილები
რედაქტირებაუამრავი სხვადასხვა ქალისაგან ფილიპს რამდენიმე უკანონო შვილი ჰყავდა:
სამეფო სასახლის შვეიცარის ასულ ელეანორასგან ჰყავდა ერთი გოგონა:
- N.N. (1688-?), ცოლად გაჰყვა ანრი დე შარენსს;
სამეფო ოპერაში მომუშავე ფლორენციელი მოცეკვავე ფლორენსია პელეგრინისგან ჰყავდა ერთი ვაჟი:
- შარლი (1698-1764), კამბრეს არქიეპისკოპოსი, 1706 წელს ლეგიტიმურ შვილად სცნეს;
თავისი დედის სეფექალთან, არგენტონის გრაფინიასა და ან დე მასპარანის ცოლთან, მარი ლუიზ მადლენ დე ლა ბუზიერთან ჰყავდა ერთი ვაჟი:
- ჟან ფილიპი (1702-1784), ორლეანის რაინდი;
გამოჩენილი ფრანგი კომედისტის, დანიის მეფე კრისტიანის სამეფო კარზე მოღვაწე ნიკოლა დეზმარის ასულ კრისტინა ანტუანეტა დეზმარისგან ჰყავდა ერთი ასული:
- ანჟელიკა (1702-1785), გამოჩენილი კურტიზანი ლუი XV-ის კარზე;
ტიტულები
რედაქტირება- 2 აგვისტო, 1674 - 9 ივნისი, 1701: მისი სამეფო უდიდებულესობა შარტრის ჰერცოგი;
- 9 ივნისი, 1701 - 2 დეკემბერი, 1723: მისი სამეფო უდიდებულესობა ორლეანის ჰერცოგი;
- 12 სექტემბერი, 1715 - 15 თებერვალი, 1723: მისი სამეფო უდიდებულესობა მონსინიორ რეგენტი;