ლუი ორლეანელი
ლუი ორლეანელი (ფრანგ. Louis d'Orléans; დ. 4 აგვისტო, 1703, ვერსალი, საფრანგეთი — გ. 4 თებერვალი, 1752, პარიზი, საფრანგეთი) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგი 1723-1752 წლებში. ფილიპ II-ისა და ფრანსუაზ მარი დე ბურბონის ვაჟი.
ლუი ორლეანელი | |
---|---|
ორლეანის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 2 დეკემბერი, 1723 |
მმართ. დასასრული: | 4 თებერვალი, 1752 |
წინამორბედი: | ფილიპ II |
მემკვიდრე: | ლუი ფილიპ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 აგვისტო, 1703 |
დაბ. ადგილი: | ვერსალი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 4 თებერვალი, 1752, (48 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ავგუსტა ბადენ-ბადენელი (ქ. 1724 - გარდ. 1726) |
შვილები: | ლუი ფილიპ I, ორლეანის ჰერცოგი |
დინასტია: | ორლეანები |
მამა: | ფილიპ II, ორლეანის ჰერცოგი |
დედა: | ფრანსუაზ მარი დე ბურბონი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ბიოგრაფია
რედაქტირებალუი დაიბადა 1703 წლის 4 აგვისტოს ვერსალის სასახლეში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მისი ცოლის, ფრანსუაზ მარი დე ბურბონის შუათანა შვილი და ერთადერთი ვაჟი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ორლეანის ჰერცოგი ფილიპ I და ელიზაბეტ შარლოტა კურპფალცელი, ხოლო დედის ზახით საფრანგეთის მეფე ლუი XIV და მისი საყვარელი, მადამ დე მონტესპანი იყვნენ.
დაბადებისთანავე ლუიმ შარტრის ჰერცოგის წოდება მიიღო. 1711 წელს ლუი XIV-ის ვაჟი, დოფინი ლუი გარდაიცვალა, რასაც 1712 წელს ლუი დოფინის ვაჟის, ლუი ბურგუნდიელის, ხოლო 1714 წელს მისი ძმის, შარლ ალენსონელის გარდაცვალება მოჰყვა. 1715 წელს გარდაიცვალა თავად ლუი XIV, რის გამოც ტახტი მისმა 5 წლის შვილთაშვილმა ლუი XV-მ დაიკავა, რომლის რეგენტის ფილიპ II ორლეანელი გახდა. ამგვარ სიტუაციაში, ლუი XV-ის ერთადერთ მემკვიდრედ ლუი ორლეანელი იქცა, რადგან ბურბონთა დინასტიაში მამაკაცები ფაქტობრივად აღარ იყვნენ. ეს მდგომარეობა შენარჩუნდა 1729 წლამდე, მანამ სანამ ლუი XV-ის ცოლმა, დედოფალმა მარია ლეშჩინსკამ დოფინი ლუი არ გააჩინა. ამ ამბამდე რამდენიმე წლით ადრე, 1723 წელს გარდაიცვალა ფილიპ II, რის გამოც ლუი ორლეანის ჰერცოგი გახდა.
1730 წელს კარდინალ ანრი-ერკულე დე ფლორის ინტრიგების წყალობით ლუი ორლეანელი ცხრაწლიანი სამსახურის შემდეგ გაანთავისუფლეს ქვეითთა გენერლის თანამდებობიდან. სამხედრო სამსახურის დაკარგვის შემდეგ იგი მეტად რელიგიური გახდა და შეუდგა პავლეს ფსალმუნებისა და ეპისტოლეების თარგმნას. მკაცრი რელიგიური შეხედულებების გამო მას არ მოსწონდა ხელოვნება, ლიტერატურული წიგნები და მონეტები, რომელთა უზარმაზარი კოლექციაც მას პაპა-ბებიისაგან ერგო. ამის გამო მან მათი უმეტესობა გაყიდა
ლუი გარდაიცვალა 1752 წლის 4 თებერვალს პარიზში, 48 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს პარიზის წმინდა ჟენევიევას სახელობის სააბატოში.
ქორწინება და შვილები
რედაქტირება1724 წლის 13 ივლისს, შკლოს რაშტატში ლუიმ ცოლად შეირთო ბადენ-ბადენის მარკგრაფ ლუდვიგ ვილჰელმისა და მარკგრაფინია სიბილა საქსენ-ლაუენბურგელის ქალიშვილი, პრინცესა ავგუსტა ბადენ-ბადენელი, რომელიც 1726 წლის 8 აგვისტოს, 21 წლის ასაკში გარდაიცვალა მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად. ლუის მეორე ცოლი აღარ შეურთავს, ავგუსტასთან კი ორი შვილი შეეძინა:
- ლუი ფილიპ I (1725-1785), ორლეანის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ლუიზ ანრიეტა დე ბურბონი, რომელთანაც შეეძინა შვილები. მისი შვილიშვილი იყო საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I;
- ლუიზ მარი (1726-1728), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- This article incorporates text from a publication now in the public domain: Chisholm, Hugh, ed. (1911). "Orleans, Louis, Duke of (1703-1752)". Encyclopædia Britannica. 20 (11th ed.). Cambridge University Press. p. 284.
- This article is based on the current French Louis d'Orléans (1703-1752) page
- Nouvelle biographie générale depuis les temps les plus reculés jusqu'à nos jours, Firmin Didot Frères, Paris, 1862, Tome 38.
- Dufresne, Claude, Les Orléans, Critérion, Paris, 1991.
- Gordien, Marie-Estelle, Louis d'Orléans (1703–1752), premier prince du sang et mystique érudit, Thèse Sorbonne, 2002.