ლუიზ ანრიეტა დე ბურბონი
ლუიზ ანრიეტა დე ბურბონი (ფრანგ. Louise Henriette de Bourbon; დ. 20 ივნისი, 1726 — გ. 9 თებერვალი, 1759) — ბურბონთა დინასტიის კონტის შტოს წარმომადგენელი. კონტის პრინც ლუი არმან II-ისა და ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონის ქალიშვილი. ეტამპისა და შარტრის ჰერცოგინია 1743-52 და ორლეანის ჰერცოგინია 1752-59 წლებში როგორც ლუი ფილიპ I-ის მეუღლე. ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპ II-ისა და კონდეს უკანასკნელი პრინცესა ბატილდა ორლეანელის დედა. მისი შთამომავლები შემდგომში მეფობდნენ საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიასა და ესპანეთში.
ლუიზ ანრიეტა დე ბურბონი | |
---|---|
ორლეანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 4 თებერვალი, 1752 |
მმართ. დასასრული: | 9 თებერვალი, 1759 |
წინამორბედი: | ავგუსტა ბადენ-ბადენელი |
მემკვიდრე: | მარი ადელაიდა დე ბურბონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20 ივნისი, 1726 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 9 თებერვალი, 1759, (32 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ლუი ფილიპ I, ორლეანის ჰერცოგი |
შვილები: |
ლუი ფილიპ II, ორლეანის ჰერცოგი ბატილდა, კონდეს პრინცესა |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი არმან II, კონტის პრინცი |
დედა: | ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებალუიზ ანრიეტა დაიბადა 1726 წლის 20 ივნისს პარიზში. იგი იყო კონტის პრინც ლუი არმან II-ისა და ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონის ერთადერთი ქალიშვილი და მეორე შვილი. მამამისი იყო კონტის პრინც ფრანსუა ლუისა და მისი ცოლის, მარი ტერეზ დე ბურბონის ვაჟი. ხოლო დედამისი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის ქალიშვილ ლუიზ ფრანსუაზისა და კონდეს პრინც ლუი III-ის უფროსი ასული. ახალგაზრდობაში, სამეფო კარზე იგი ატარებდა მადმუაზელ დე კონტის წოდებას.
1727 წელს გარდაიცვალა ლუიზ ანრიეტის მამა, რის შემდეგაც ტახტზე მისი ძმა ლუი ფრანსუა I ადის.
ქორწინება
რედაქტირებათავდაპირველად ლუიზ ანრიეტას საქმროდ განიხილებოდა ლუი XIV-ის შვილიშვილი, ტულუზის გრაფ ლუი ალექსანდრის ვაჟი, პენტიევრის ჰერცოგი ლუი ჟან მარი, თუმცა საბოლოოდ მასთან საქორწინო მოლაპარაკებები ჩაშალეს, რადგანაც ლუიზ ანრიეტას დედამ მისი გათხოვება ორლეანის ჰერცოგზე მოისურვა. ლუიზ ანრიეტისა და ლუი ფილიპ ორლეანელის ქორწინება 1743 წლის 17 დეკემბერს შედგა ვერსალის სასახლეში.
მანამდე, 1731 წელს დაქორწინდნენ ლუიზ ანრიეტის ძმა, კონტის პრინცი ლუი ფრანსუა I და ლუი ფილიპის და, ლუიზ დიანა, თუმცა რამდენიმე წელიწადში ლუიზ დიანა მშობიარობას გადაჰყვა და ამ ორ დინასტიას შორის კავშირის კვლავ აღსადგენად შედგა მეორე ქორწინება. ქორწინება სიძის დედამ, ფრანსუაზ მარი დე ბურბონმა და ასევე პატარძლის დედამ, ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონმა მოაწყვეს.
1747 წელს, თავისი პირველი ვაჟის გაჩენის შემდეგ ცოტა ხანში იგი შატო დე სენ-კლოდში შეხვდა მელფორტის გრაფს, რომელთანაც რომანი გააბა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავად ლუიზ ანრიეტა სრულიად თავისუფლად და ღიად საუბრობდა თავისი რომანის შესახებ. მისი რომანის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელიწადში ქმართან შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც სახელად ბატილდა დაარქვეს.
გარდაცვალება
რედაქტირებალუიზ ანრიეტა გარდაიცვალა 1759 წლის 9 თებერვალს, 32 წლის ასაკში. ამ დროს მისი ვაჟი თერთმეტის, ხოლო ქალიშვილი ცხრა წლის იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქმარმა უამრავი საყვარელი გაიჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი, კერძოდ კი მადამ დე მონტესონი ცოლადაც შეირთო.
შვილები
რედაქტირება- გოგონა (1745), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- ლუი ფილიპ II (1747-1793), ორლეანის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარი ადელაიდა დე ბურბონი, რომელთანაც შეეძინა საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I;
- ბატილდა (1750-1822), თავდაპირველად იყო პარმის ჰერცოგის საცოლე, თუმცა შემდეგ ცოლად გაჰყვა კონდეს უკანასკნელ პრინც ლუი ანრი II-ს, რომელთანაც შეეძინა ენგიენის ჰერცოგი ლუი ანტუანი.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Dufresne, Claude, "Un bon gros prince", in Les Orléans (L'Histoire en tête), CRITERION, Paris, 1991, ISBN 2-903702-57-8.