ლუი III (კონდეს პრინცი)
ლუი III დე ბურბონ-კონდე (ფრანგ. Louis III de Bourbon-Condé; დ. 10 ნოემბერი, 1688 — გ. 4 მარტი, 1710) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. კონდეს პრინც ანრი ჟიულისა და ანა ჰენრიეტა კურპფალცელის უფროსი ვაჟი. კონდეს პრინცი 1709-1710 წლებში.
ლუი III | |
---|---|
კონდეს პრინცი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 აპრილი, 1709 |
მმართ. დასასრული: | 4 მარტი, 1710 |
წინამორბედი: | ანრი ჟიული |
მემკვიდრე: | ლუი ანრი I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 ნოემბერი, 1688 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 4 მარტი, 1710, (41 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვერსალი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი |
შვილები: |
ანა მარი, მადმუაზელ ბურბონი ლუი IV, კონდეს პრინცი ლუიზ ელიზაბეტი, კონტის პრინცესა ლუიზ ანა, მადმუაზელ შაროლუა მარი ანა, მადმუაზელ კლერმონი შარლი, შაროლუას გრაფი ანრიეტა ლუიზა, მადმუაზელ ვერმანდუა ელიზაბეტ ალექსანდრინა, მადმუაზელ სენი ლუი, კლერმონის გრაფი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ანრი ჟიული, კონდეს პრინცი |
დედა: | ანა ჰენრიეტა კურპფალცელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებალუი დაიბადა 1688 წლის 10 ნოემბერს პარიზში. იგი იყო კონდეს პრინც ანრი ჟიულისა და მისი მეუღლის, ანა ჰენრიეტა კურპფალცელის მესამე შვილი და მეორე ვაჟი, თუმცა მისი ძმა ჯერ კიდე მცირეწლოვანი დაიღუპა, რის გამოც იგი კონდეს მომავალი პრინცი, ანუ ბურბონის ჰერცოგი გახდა. მანამდე იგი ატარებდა მონმორანსის ჰერცოგის წოდებას. გარდა ამისა, იგი ატარებდა შაროლუას გრაფის, ენგიენის ჰერცოგისა და სანკერის გრაფის წოდებას.
მისი მშობლების ათი შვილიდან, მხოლოდ ოთხმა გოგონამ და ერთმა ვაჟმა (ანუ ლუიმ) შესძლეს სრულწლოვანებამდე მიღწევა. 1688 წელს მისი უფროსი და მარი ტერეზი მიათხოვეს კონტის პრინც ფრანსუა ლუის. 1692 წელს მისი მეორე და, ლუიზ ბენედიქტა ცოლად შერთეს ლუი XIV-ის უკანონო ვაჟს, მაინის ჰერცოგ ლუი ავგუსტს. მისი მესამე და მარი ანა კი ცოლად ანრი IV-ის უკანონო შთამომავალს, ვენდომის ჰერცოგ ლუი ჟოზეფზე დააქორწინეს.
ქორწინება
რედაქტირება1685 წელს, ლუიმ ცოლად შეირთო ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი, აგრეთვე ცნობილი როგორც მადმუაზელ დე ნანტი, რომელიც იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი სამეფო საყვარლის, მადამ დე მონტესპანის უფროსი ქალიშვილი. ცხადია სამეფო სისხლის მქონე პრინცისა და მეფის ბასტარდს შორის ქორწინებას სამეფო კარზე დიდი სკანდალი მოჰყვა. თუმცა თავად კონდეს ოჯახი, რომელსაც როგორმე ლუი XIV-ის შემორიგება და სამეფო კარზე დაბრუნება სურდა მსგავს რამეებს დიდ ყურადღებას არ აქცევდა.
მამისა და თითქმის ყველა კონდეს პრინცის მსგავსად, ქორწინებით ლუიც დიდად უკმაყოფილო იყო, რაც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდა. მას საერთოდ არ ხიბლავდა თავისი საშუალო სიმაღლის მეუღლე, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. თუმცა მხოლოდ ლუი არ იყო ასე, მისი ყველა და, რომლებიც ანალოგიურად იძულებით გაათხოვეს უიღბლო ქორწინება ჰქონდათ და ასე ცხოვრობდნენ სიცოცხლის ბოლომდე. ამას ისიც დაერთო, რომ მალე ლუის თავში მაკროცეფალია განუვითარდა. მას გარდა გაუსაძლისი ტკივილებისა თავის არეში, კანი მოყვითალო გაუხდა. მიუხედავად იმისა, რომ ლუი ძალიან განათლებული კაცი არ ყოფილა, იგი არც სულელი იყო და ხვდებოდა, რომ ეს დაავადება მას ბოლოს მოუღებდა.
კონდეს პრინცი
რედაქტირება1709 წლის 1 აპრილს ლუის მამა გარდაიცვალა, რის გამოც იგი კონდეს ახალი პრინცი ლუი III გახდა. ამ ამბიდან სულ რამდენიმე თვეში, 1710 წლის 4 მარტს თავად ლუიც გარდაიცვალა, 41 წლის ასაკში.
ტიტულატურა
რედაქტირება- 10 ნოემბერი 1668 - 5 ივლისი 1670: მისი უდიდებულესობა მონმორანსის ჰერცოგი;
- 5 ივლისი 1670 - 4 მარტი 1710: მისი უდიდებულესობა ბურბონის ჰერცოგი;
- 1 აპრილი 1709 - 4 მარტი 1710: მისი უდიდებულესობა კონდეს პრინცი;
შვილები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- D'autres sources donnent le 11 octobre 1668 et le 4 mars 1710[réf. nécessaire].
- Saint-Simon, Mémoires, coll. « Bibliothèque de la Pléiade », Paris, Gallimard, 1984, t. III, p. 428.
- Jacques Bernot, Mademoiselle de Nantes, fille préférée de Louis XIV Nouvelles Editions Latines, 2004, p. 107.
- Léonce de Piépape, Histoire des princes de Condé au xviiie siècle : les trois premiers descendants du grand Condé, Plon-Nourrit (Paris), 1911, vol. 1, chap. XVIII.