მარი ანა დე ბურბონი (1697-1741)
მარი ანა დე ბურბონი (ფრანგ. Marie Anne de Bourbon; დ. 16 ოქტომბერი, 1697 — გ. 11 აგვისტო, 1741) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ლუი III-ისა და მისი მეუღლის, ლუი XIV-ის ასულ ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონის ქალიშვილი. საფრანგეთის დედოფალ მარია ლეშჩინსკას ფრეილინა და სასახლის დიასახლისი.
მარი ანა დე ბურბონი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
16 ოქტომბერი, 1697 პარიზი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
11 აგვისტო, 1741, (43 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | მადმუაზელ კლერმონი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ლუი, ჟოაიუს ჰერცოგი |
მშობლები |
მამა: ლუი III, კონდეს პრინცი დედა: ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარი ანა დაიბადა 1697 წლის 16 ოქტომბერს, ვერსალის სამეფო სასახლეში. იგი იყო კონდეს პრინც ლუი III-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის უფროსი ქალიშვილის, ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონის ასული. აღსანიშნავია, რომ იგი იყო თავისი უფროსი დის, მარი ანა ელეონორის სეხნია. იგი მოინათლა 1700 წლის 29 აგვისტოს პარიზში, კონდეს სასახლეში. მას სახელი მამიდის, ვენდომის ჰერცოგინია მარი ანა დე ბურბონის პატივსაცემად დაარქვეს.
1710 წელს მარი ანა დაესწრო თავისი ბიძაშვილების, ბერის ჰერცოგ შარლ დე ბურბონისა და მარი ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელის ქორწილს, სადაც იგი არჩეულ იქნა საფრანგეთის დოფინ და მომავალი დედოფლის მარია ადელაიდა სავოიელის ფრეილინად. იგი მარია ადელაიდასთან ერთად ჯერ ლუქსემბურგის, შემდეგ კი მუეტის სასახლეში ცხოვრობდა.
1719 წელს მარი ანა საიდუმლოდ დაქორწინდა თავის საყვარელზე, ჟოაიუს ჰერცოგ ლუი მელუნზე. მისი ქმარი ასევე იყო ეპინოის პრინცისა და ლოთარინგიელი პრინცესის ვაჟი. გარდა ამისა, ლუი იყო საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის საყვარლის, გაბრიელ დესტრეს შვილთაშვილი. 1724 წელს ნადირობის წვეულების დროს, რომელიც მარი ანას რეზიდენციაში გაიმართა, ლუი გაუჩინარდა, მისი სხეულის პოვნა კი ვერ მოახერხეს. მას ლუისაგან შვილები არ დარჩენია და ამის შემდეგ იგი აღარც გათხოვილა.
1725 წელს იგი საფრანგეთის ახალი დედოფლის, წარმოშობით პოლონელი მარია ლეშჩინსკას ფრეილინა ხდება. იგი ამ პოსტზე მისმა ძმამ, კონდეს პრინცმა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ლუი ანრიმ მოაწყო, რომლის წყალობითაც დაქორწინდა მარია ლეშჩინსკა მეფე ლუი XV-ზე. 1736 წელს, მისი ბიძაშვილის, ლუიზ დიანა ორლეანელის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა, მან დედოფლის ნებართვით დატოვა თანამდებობა და ლუიზ დიანას შვილი აიყვანა, მასთან ერთად შატო დე ლზიში დასახლდა და მის აღზრდას შეალია უკანასკნელი წლები.
მარი ანა გარდაიცვალა 1741 წლის 11 აგვისტოს ლუქსემბურგის სასახლეში, 41 წლის ასაკში, კუჭ-ნაწლავის გაუვალობით.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Chevalier Daudet de Nismes, Journal historique du voyage de S. A. S. Mademoiselle de Clermont depuis Paris jusqu'à Strasbourg du mariage du Roy, et du voyage de la Reine depuis Strasbourg jusqu'à Fontainebleau…, Châlons, Claude Bouchard, 1725. In-12, 12-(405)-(2) pages.
- Madame de Genlis, Mademoiselle de Clermont, Autrement Éditions, 2008. ISBN 2862604585.