გაბრიელ დესტრე (დ. 1573 — გ. 10 აპრილი, 1599) — ანრი IV-ის სამეფო საყვარელი და მრჩეველი. მან დაარწმუნა მეფე დაეგმო პროტესტანტიზმი კათოლიციზმის სასარგებლოდ 1593 წელს. მოგვიანებით მან დაარწმუნა ფრანგი კათოლიკები ეღიარებინათ ნანტის ედიქტი, რომელიც გარკვეულ უფლებებს ანიჭებდა პროტესტანტებს. მიუხედავად იმისა რომ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო უკვე ქორწინებაში მყოფ მეფეს მასზე ექორწინა, მან ოფიციალურად აღიარა იგი როგორც მისი სამი შვილის დედად. გარდაიცვალა ეკლამპსიის შედეგად. მეფემ დიდად განიცადა მისი დაკარგვა და გლოვისას შავად შეიმოსა. მსგავსი რამ არცერთ ფრანგ მონარქს არ გაუკეთებია. მეფემ იგი დაკრძალა როგორც მისი ნამდვილი დედოფალი, რასაც მთელი სამეფო კარი ესწრებოდა. დაკრძალულია სენტ-უან-ლომონში (ვალ-დ’უაზი, ილ-დე-ფრანსი).

გაბრიელ დესტრე

ლიტერატურა რედაქტირება

  • Herman, Eleanor (2005). Sex with Kings: 500 Years of Adultery, Power, Rivalry, and Revenge. New York: Harpercollins. ISBN 0-06-058544-7.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება