შარლოტ აგლაე ორლეანელი

შარლოტ აგლაე ორლეანელი (ფრანგ. Charlotte Aglaé d'Orléans, იტალ. Carlotta Aglae di Orléans; დ. 20 ოქტომბერი, 1700 — გ. 19 იანვარი, 1761) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და ფრანსუაზ მარი დე ბურბონის შუათანა ასული. მოდენისა და რეჯოს ჰერცოგინია 1737-1761 წლებში როგორც ფრანჩესკო III-ის მეუღლე.

შარლოტ აგლაე ორლეანელი
მოდენისა და რეჯოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 26 ოქტომბერი, 1737
მმართ. დასასრული: 19 იანვარი, 1761
წინამორბედი: შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
მემკვიდრე: მარია ტერეზა ჩიბო-მალასპინა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 ოქტომბერი, 1700
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 19 იანვარი, 1761, (60 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ფრანჩესკო III, მოდენის ჰერცოგი
შვილები: მარია ტერეზა, პენტიევრის ჰერცოგინია
ერკოლე III, მოდენის ჰერცოგი
მარია ფორტუნატა, კონტის პრინცესა
დინასტია: ორლეანები
მამა: ფილიპ II, ორლეანის ჰერცოგი
დედა: ფრანსუაზ მარი დე ბურბონი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
შარლოტ აგლაე 1720 წელს

შარლოტ აგლაე დაიბადა 1700 წლის 20 ოქტომბერს პარიზში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მისი ცოლის, ფრანსუაზ მარი დე ბურბონის შუათანა ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ორლეანის ჰერცოგი ფილიპ I და ელიზაბეტ შარლოტა კურპფალცელი, ხოლო დედის ზახით საფრანგეთის მეფე ლუი XIV და მისი საყვარელი, მადამ დე მონტესპანი იყვნენ.

ბავშვობაში იგი მადმუაზელ დე ბლუას წოდებას ატარებდა და მიუხედავად იმისა, რომ დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდა, ძალიან თავდაჯერებული გოგონა იყო. მამამისი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მისი აღზრდის საკითხს. 1717 წლიდან შარლოტ აგლაემ სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო რიშელიეს ჰერცოგთან. 1719 წელს, როდესაც ჰერცოგი დააპატიმრეს შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, შარლოტმა იგი რამდენჯერმე მოინახულა ციხეში. მან თავის მამას, რომელიც იმ დროს მეფე ლუი XV-ის რეგენტი იყო, სთხოვა მისი განთავისუფლება, თუმცა ამაოდ. ფილიპ II შარლოტის სარდინიის მეფისათვის მითხოვებას გეგმავდა, თუმცა არ გამოუვიდა.

მას შემდეგ, რაც ინგლისელებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა, ფილიპმა წამოჭრა შარლოტისა და მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო III-ის ქორწინების იდეა. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რასაც 1720 წელს ქორწილი მოჰყვა. ფრანგებმა შარლოტ აგლაეს უზარმაზარი მზითევი — 1,8 მილიონი ფუნტი გაატანეს. 1737 წელს მისი ქმარი ტახტზე ავიდა და ისიც მოდენისა და რეჯოს ჰერცოგინია გახდა. მრავალწლიანი ქორწინებიდან შარლოტსა და ფრანჩესკოს სულ ათი შვილი შეეძინათ:

  1. ალფონო (1723-1725), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ფრანჩესკო კონსტანტინო (1724-1725), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. მარია ტერეზა ფელიჩიტა (1726-1754), ცოლად გაჰყვა პენტიევრის ჰერცოგ ლუი ჟან მარ დე ბურბონს;
  4. ერკოლე III (1727-1803), მოდენისა და რეჯოს ჰერცოგი, ცოლად შეირთო მასას ჰერცოგინია მარია ტერეზა სიბო-მალასპინა;
  5. მატილდა (1729-1803), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  6. ბეატრიჩე (1730-1731), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. ბეატრიჩე (1731-1736), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  8. მარია ფორტუნატა (1731-1803), ცოლად გაჰყვა კონტის პრინც ლუი ფრანსუა დე ბურბონს;
  9. ბენედიტო ფილიპო (1736-1751), გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  10. მარია ელიზაბეტა (1741-1774), ცოლად გაჰყვა სერავალეს გრაფ კარლო სალომონეს;

რამდენადაც ცნობილია, მოდენაში ცხოვრებისას მას რამდენჯერმე მალულად ეწვია რიშელიეს ჰერცოგი. შარლოტს მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე სურდა ნებისმიერ ფასად ფრანჩესკოსთან განქორწინება და მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნება. საბოლოოდ მან დაითანხმა თავისი ბიძაშვილი, საფრანგეთის მეფე ლუი XV, მიატოვა ფრანჩესკო და პარიზში გადასახლდა, სადაც გაატარა უკანასკნელი წლები და გარდაიცვალა 1761 წლის 19 იანვარს, 60 წლის ასაკში.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Mémoires sur la cour de Louis XIV et de la Régence by Dowager Duchess of Orléans
  • Anquetil, Histoire de France, 1820
  • Elizabeth Charlotte of the Palatinate, Mémoires sur la cour de Louis XIV et de la Régence.
  • Sylvia Jurewitz-Freischmidt: Galantes Versailles. Die Mätressen am Hofe der Bourbonen. Piper, München 2006.
  • Friedrich Karl Julius Schütz: Leben und Charakter der Elisabeth Charlotte Herzogin von Orleans nebst einem Auszuge des Denkwürdigsten aus ihren Briefen. Voß, Leipzig 1820, S. 325.