ფრანსუა ალფონს ფორელი
ფრანსუა ალფონს ფორელი (ფრანგ. François-Alphonse Forel; დ. 2 თებერვალი 1841, მორჟი, შვეიცარია — გ. 7 აგვისტო 1912, მორჟი, შვეიცარია) — შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და ექიმი. ლოზანის უნივერსიტეტის ანატომიისა და ფიზიოლოგიის პროფესორი (1869-1895). დიდი როლი ითამაშა გლაციოლოგიის ჩამოყალიბებაში. შეისწავლა ალპების მყინვარები და სეისმური მოვლენები. მრავალწლიანი კვლევა ჩაატარა ჟენევის ტბაზე. ფორელის შრომებმა საფუძველი ჩაუყარა ტბათმცოდნეობას. შემოიღო ტერმინი „ლიმნოლოგია“, შექმნა ტბათმცოდნეობის პირველი სახელმძღვანელო (1901).
ფრანსუა ალფონს ფორელი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 2 თებერვალი, 1841[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | მორჟი[6] |
გარდ. თარიღი | 8 აგვისტო, 1912[6] [1] [3] (71 წლის) |
გარდ. ადგილი | მორჟი[6] |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | მედიცინა[7] , human anatomy[7] , human physiology[7] , Q113976585?[7] და ლიმნოლოგია[7] |
მუშაობის ადგილი | ლოზანის უნივერსიტეტი |
იკვლევდა წყლის ბიოლოგიას, ქიმიას, ცირკულაციასა და სედიმენტაციას. შეისწავლა სეიშები, ტალღები. მისი მთავარი შრომა „Le Léman“, გამოქვეყნდა 1892-1904 წწ. შორის. ვილჰელმ ულესთან თანამშრომლობით შექმნა ფორელ-ულეს სკალა, რომელიც წარმოადგენს მეთოდს, რომლის დახმარებით შესაძლებელია წყალსატევების ფერის დადგენა. მიკელე სტეფანო დე როსისთან ერთად შემქმნელია როსი-ფორელის სკალისა, რომელიც აღწერს ინტენსიურ მიწისძვრას.
ფრანსუა ალფონს ფორელის სახელობისაა მთა გრენლანდიაში.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 365.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Base biographique
- ↑ 6.0 6.1 6.2 Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #116661895 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Czech National Authority Database