ფოხალისთავი
მთა საქართველოში, კახეთის მხარეში
ფოხალისთავი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების დურუჯისა და ჩელთის წყალგამყოფ ფოხალის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2570 მ. აგებულია ქვედაიურული ასპიდური ფიქლებით, თიხაფიქლებითა და დიაბაზებით. მწვერვალი მობრტყელებულია. დასავლეთი კალთა ციცაბოა, ზოგან კლდოვანი. დიდი ნაწილი შემოსილია სუბალპური ბალახეულით, ქვემო კალთებზე ფოთლოვანი ტყეებია.
ფოხალისთავი | |
---|---|
კოორდინატები: 42°04′20″ ჩ. გ. 45°52′52″ ა. გ. / 42.07222° ჩ. გ. 45.88111° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2570 მ |
ქედი | ფოხალის ქედი |
ამგებელი ქანები | ფიქალი, თიხაფიქალი და დიაბაზი |
ასაკი | ქვედაიურული |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 388.