ქალამანა

(გადამისამართდა გვერდიდან ფოსტალა)

ქალამანა, პარამეციუმი (ლათ. Paramecium) — უმარტივესების გვარი ინფუზორიების კლასისა. ცხოვრობენ მტკნარ წყალში. მათი სხეული მოგრძო-ოვალურია (სიგრძე 0,3 მმ). გამკვრივებული გარეთა ფენა — პელიკულა დაფარული აქვთ თანაბარი ზომის წამწამებით. სხეულის გვერდით, პირის ირგვლივ ჩაღრმავებაში (პერისტომაში) პირის ხვრელია (ციტოსტომი), რომელიც გადადის ხახაში (ციტოფარინქსი). მრავლდებიან უსქესოდ (ორად გამოყოფით) და სქესობრივად (კონიუგაციით). არახელსაყრელ პირობებში ინცისტირდებიან (გარს შემოიკრავენ). Paramecium bursaria-ს ახასიათებს მწვანე წყალმცენარესთან ზოოქლორელასთან უჯრედშიგა სიმბიოზი.

ქალამანა

ქალამანას (Paramecium caudatum) აგებულება
მეცნიერული კლასიფიკაცია
დომენი:  ევკარიოტები
სამეფო:  ქრომისტები
ტიპი:  ინფუზორიები
კლასი:  Oligohymenophorea
რიგი:  Peniculida
ოჯახი:  Parameciidae
გვარი:  ქალამანა
ლათინური სახელი
Paramecium (Müller, 1773)

ლიტერატურა

რედაქტირება