ფოსა
ფოსა (ლათ. Cryptoprocta ferox) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ვივერისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, სიმაღლე 37 სმ, ხოლო მასა 7-12 კგ აღწევს. გრძელი კუდი (65 სმ-მდე) აქვს. კუნძულ მადაგასკარის ყველაზე დიდტანიანი მტაცებელია. ფოსას სხეული დაფარულია მოკლე, მოწითალო-ყავისფერი ბეწვით. ბინადრობს ტყეში. იკვებება პატარ-პატარა ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით; ზიანი მოაქვს შინაური ფრინველისა და ღორების (გოჭების) განადგურებით.
ფოსა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cryptoprocta ferox | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 5760 | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 370.