ფორორაკოსი (ლათ. Phororhacos) — ამომწყდარი მორბენალი ფრინველების გვარი ფორორაციდისებრთა ოჯახისა. ტანად მეტად დიდი (სამ მეტრამდე სიგრძის) ფრინველები იყვნენ. ჰქონდათ მასიური ქალა, მძლავრი ნისკარტი, კარგად განვითარებული ფეხები, რედუცირებული ფრთები. ფორორაკოსი მტაცებლები იყვნენ. გვარში ათამდე სახეობა შედიოდა. ფორორაკოსის ნაშთები ცნობილია სამხრეთ ამერიკის (არგენტინის) ოლიგოცენური და პლიოცენური ნალექებიდან.

ფორორაკოსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Phororhacos

ლიტერატურა

რედაქტირება