ფლამინგოსებრნი (ლათ. Phoenicopteridae) — ფრინველთა ოჯახი ფლამინგოსნაირთა რიგისა.[1] ძველი კლასიფიკაციით გაერთიანებული იყო ფლამინგოს ქვერიგში (ლათ. Phoenicopteri). მათი სიგრძე 90—120 სმ, მასა 2.5—4,5 კგ აღწევს. გავრცელებული არიან სამხრეთ–დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ–დასავლეთ აზიაში, აფრიკასა და ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. აქვთ მასიური ნისკარტი, რომლის კიდეებზე რქოვანი ფირფიტებია საკვების მოპოვების დროს წყლის გასაწურად, გრძელი კისერი და ფეხები. ფერად თეთრთია, მოვარდისფრო, ფრთებზე თითქმის მოწითალო იერით, მომქნევი ბუმბული შავია. ოჯახში 3 თანამედროვე გვარი და 6 სახეობაა, მოიცავს რამდენიმე ამომწყდარ გვარსა და სახეობასაც. ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე, კასპიის ზღვის ჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროზე და ცენტრალური ყაზახეთის მლაშე ტბებზე გავრცელებულია ჩვეულებრივი (ვარდისფერი) ფლამინგო (ლათ. Phoenicopterus roseus); ამ სახეობის საქართველოში შემოფრენა 2016 და 2019 წლებში დაფიქსირდა, ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.[2] ბუდობს კოლონიურად, ბუდეს იკეთებს დაჭაოებებულ მლაშობებზე. დებს 1—2 (არაუმეტეს 3) კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 30—32 დღე–ღამე. მართვეებს მშობლები 2 კვირას ამონათხევით კვებავენ, შემდეგ დამოუკიდებლად იკვებებიან.

ფლამინგო

ჯეიმსის ფლმინგო (Phoenicoparrus jamesi)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Phoenicopteridae (Bonaparte, 1831)

ლიტერატურა

რედაქტირება