ფიუმეს კონფლიქტი
თარიღი 1919-1920
მდებარეობა ისტრია
შედეგი იტალიის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ისტრია და რიეკა იტალიის შემადგენლობაში გადავიდა
მხარეები
ფიუმეს რესპუბლიკა
იტალია
სლოვენების, ხორვატების და სერბების სამეფო
მეთაურები
გაბრიელე დ’ანუნციო დუშან სიმოვიჩი

ფიუმეს კონფლიქტი, ფიუმეს საკითხი — ქალაქ ფიუმეს (ამჟამად რიეკა) გარშემო წარმოქმნილი კონფლიქტი იტალიის სამეფოსა და სლოვენების, ხორვატების და სერბების სამეფოს შორის. 1920 წელს კონფლიქტში ჩაერთო მესამე მხარე — ფიუმეს რესპუბლიკა, რომელიც სადავო ტერიტორიაზე გამოაცხადა გაბრიელე დ’ანუნციომ. საბოლოოდ, ქალაქი ფიუმე გადავიდა იტალიის სამეფოს დაქვემდებარებაში, ხოლო იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა მოახდინეს ფიუმეს რესპუბლიკის ლიკვიდაცია[1].

ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ მის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა რამდენიმე ეროვნული სახელმწიფო. გამონაკლისი არც ის ტერიტორია ყოფილა სადაც სამხრეთის სლავები ცხოვრობდნენ. ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სლოვენების, ხორვატების და სერბების სამეფო. პირველი მსოფლიო ომის გამარჯვებულმა ქვეყნებმა ყოფილი იმპერიის ტერიტორია საკუთარი თვალთახედვით გადაანაწილეს. ასე მიიღო იტალიამ ავსტრიისაგან სამხრეთი ტიროლი, იტალია აცხადებდა პრეტნზიას ისტრიაზე და მის საპორტო ქალაქებზე. ავსტრია-უნგრეთის დაშლის ხელშეკრულების თანახმად გამარჯვებული ქვეყნების არმიებს თავისუფალი გადაადგილების უფლება ჰქონდათ იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე. ამით ისარგებლა იტალიამ, რომელმაც თავისი ჯარი გაგზავნა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ოკუპაციის მიზნით, რამაც ბუნებრივია გამოიწვია სლოვენებისა და ხორვატების უკმაყოფილება. იტალიის ეს ქმედება საფრთხეს უქმნიდა ახლადჩამოყალიბებულ სლოვენების, ხორვატების და სერბების სამეფოს. ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ბაზირებული იყო ყოფილი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის სამხედრო-საზღვაო ძალები, რომლის ხელში ჩაგდებასაც ცდილობდა სლოვენების, ხორვატების და სერბების სამეფო, რომელმაც დახმარებისათვის მიმართა სერბეთს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს.

სერბმა დუშან სიმოვიჩმა დაიწყო იუგოსლავიის ჯარის დანაყოფების ფორმირება, რომლებიც განლაგდნენ ქვეყნის ჩრდილოეთში სადაც დაიწყეს სლოვენიისა და ხორვატების ქალაქების დაცვა. სერბები ომს აწარმოებდნენ როგორც იტალიის, ასევე ანტანტის ხელმძღანელობით ფორმირებულ ყოფილ ავსტრიულ დანაყოფებთან. ამავდროულად ქალაქ ფიუმეში შევიდნენ ბრიტანულ-ამერიკული ძალები, რომლებსაც უნდა გაეკონტროლებინათ ქალაქი. შედეგად, კონფლიქტი თანდათანობით დასრულდა, საომარი მოქმედებები შეჩერდა. ფიუმეს კონფლიქტი გადავიდა დიპლომატიურ ფაზაში. პარიზში მოლაპარაკებების დროს დაადგინეს საზღვრები იტალიასა და სლოვენების, ხორვატების და სერბების სამეფოს შორის. ქალაქი ფიუმე გადავიდა იტალიის კონტროლის ქვეშ, მაგრამ აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შექმნეს თავისუფალი სახელმწიფო ფიუმე.

იდეა ცხოვრებაში არ გატარებულა, რადგან 1919 წელს ქალაქში შევიდა იტალიური შეიარაღებული ფორმირება გაბრიელე დ’ანუნციოს ხელმძღვანელობით და მის ტერიტორიაზე გამოაცხადა ფიუმეს რესპუბლიკის შექმნა. რესპუბლიკა მტრულად განეწყო როგორც იტალიის, ასევე სლოვენების, ხორვატების და სერბების სამეფოს მიმართ.

1920 წლის 20 დეკემბერს ზღვიდან შეტევის შემდეგ გაბრიელე დ’ანუნციომ დათმო ქალაქი, ხოლო ქალაქის ტერიტორიაზე ამჯერად ჩამოყალიბდა თავისუფალი სახელმწიფო ფიუმე.

მოსახლეობა

რედაქტირება

1911 წელს ჩატარებული ავსტრია-უნგრეთის აღწერის მიხედვით ფიუმეს მოსახლეობის ენობრივი შემადგენლობა ასეთი იყო:[2]

სულ: 49,608:

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Писарев Ю.А. Создание Югославского государства в 1918 г.: уроки истории. — Новая и новейшая история, 1992. — № 1.
  1. ფიუმეს კონფლიქტი 1919—1924 წწ. http://www.hrono.ru/
  2. A.J.P. Taylor: The Habsburg Monarchy, 1809–1918, University of Chicago Press, Paperback edition, 1976, ISBN 0-226-79145-9, page 269