ფაწა
მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან ფაწა (მდინარე))
ფაწა – მდინარე საქართველოში, მაღრან-დვალეთის კავკასიონში, ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიახვის მარჯვენა შენაკადი. აუზის ფართობი 220 კმ², სიგრძე 17 კილომეტრი. სათავე აქვს სოფელ ერწოს მიდამოებში. მარჯვნიდან ერთვის ქეშელთა. საზრდოობს უმთავრესად თოვლის ნადნობი და წვიმის წყლით. საშუალო წლიური ხარჯი ქეშელთის შეერთებამდე 0,34 მ³/წმ, ქეშელთის შეერთების შემდეგ 3,5 მ³/წმ, შესართავთან – 4,9 მ³/წმ.
ფაწა | |
---|---|
![]() ფაწა | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სათავე | 42°28′10″ ჩ. გ. 43°46′50″ ა. გ. / 42.469444° ჩ. გ. 43.780778° ა. გ. |
შესართავი |
ლიახვი 42°21′20″ ჩ. გ. 43°54′16″ ა. გ. / 42.355806° ჩ. გ. 43.904694° ა. გ. |
სიგრძე | 17 კმ |
აუზის ფართობი | 220 კმ² |
მდინარის სისტემა | ლიახვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
![]() ![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. X, თბ., 1986. — გვ. 243 გ. გიგინეიშვილი.