ფაფრიანი მგელი
ფაფრიანი მგელი (ლათ. Chrysocyon brachyurus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 115-125 სმ აღწევს, კუდისა დაახლოებით — 30 სმ. სიმაღლე მინდაოში 75 სმ. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. გვხვდება ბრაზილიაში, პარაგვაიში, არგენტინაში, ბოლივიასა და პერუში. მეტად იშვიათად ურუგვაიში. მოშავო ფერის დინგი აქვს. უპირატესობას ანიჭებს ღია ბალახოვან და ბუჩქნარ პამპასებს, ტყის პირებსა და ჭაობის ნაპირებს. მთებსა და წვიმის ტყეებში არ გვხვდება. მონოგამიური ცხოველია. მაკეობა გრძელდება 62-66 დღე. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 1 წლისა. ტყვეობაში ცოცხლობს 12-15 წელს. საფრთხესთან ახლოს მყოფი სახეობაა.
ფაფრიანი მგელი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაფრიანი მგელი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Chrysocyon brachyurus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 4819 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: