ფატიმა ალ-ფიჰრია
ფატიმა ბინტ მუჰამად ალ-ფიჰრია ალ-ქურაშია (არაბ. فاطمة بنت محمد الفهرية القرشية) (დ. 800 — გ. 880) — არაბი მუსლიმი ქალი, რომელსაც მიეწერება 859 წელს, მაროკოს ქალაქ ფესში, მსოფლიოში ყველაზე ძველი, დღესაც მოქმედი საგანმანათლებლო ინსტიტუტის დაარსება. ეს უძველესი სასწავლო დაწესებულება ფატიმას ოჯახის გვარს — ალ-კარაუინს ატარებს. აღსანიშნავია, რომ ეს უნივერსიტეტი პირველი იყო, სადაც სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ხარისხი ენიჭებოდათ.[1]
ფატიმა ალ-ფიჰრია | |
---|---|
მშობლიური სახელი | فاطمة الفهرية |
დაბადების თარიღი |
800 კაირუანი, აბასიანთა სახალიფო |
გარდაცვალების თარიღი |
880 ფესი, იდრისიანთა დინასტია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალ-ფიჰრია მდიდარი ვაჭრის შვილი იყო და შესაბამისად, განათლებაც მიღებული ჰქონდა.[1] მისი ოჯახი კაირუანიდან (თანამედროვე ტუნისის ტერიტორია) ფესში დიდი გადასახლების დროს გადავიდა. საბოლოოდ, მათი საგვარეულო სახელი მეჩეთმა და სასწავლო დაწესებულებამ უკვდავყო.[2]
ტუნისელების მასშტაბური მიგრაცია ნაწილობრივ გამოიწვია იმან, რომ მაროკოს სათავეში ედგა დიდებული მმართველი და თავდადებული მუსლიმი იდრის II. ფესი ამ დროს „მუსლიმურ დასავლეთად“ (თანამედროვე მაღრიბად) წოდებული მზარდი მეტროპოლისი იყო და შესანიშნავ პირობებს ქმნიდა ხალხის გამდიდრებისაკენ მიმართული ფანტაზიებისთვის. იმ დროისთვის ფესი წარმოადგენდა ქალაქს, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა ტრადიციული და ეთნომრავალფეროვნებით გაჯერებული რელიგია და კულტურა. სწორედ ეს ადგილი, მდინარე ფესის მარცხენა სანაპიროზე, გახდა ფატიმას ოჯახის სამოსახლო. მოგვიანებით, მანაც აქვე დაიდო ბინა მეუღლესთან ერთად.
მამამისი, მოჰამედ ბინ აბდულა ალ-ფიჰრია, უმოკლეს პერიოდში წარმატებული ბიზნესმენი გახდა და გამდიდრება შეძლო. მამის, ქმრის და ძმის გარდაცვალების შემდეგ, ფატიმამ და მისმა დამ, მერიემმა დიდძალი ქონება მიიღეს მემკვიდრეობით, რამაც მათი ფინანსური მდგომარეობა განამტკიცა. სწორედ ამ პერიოდში გაიყარა დების გზები და ორივე განათლების მისაღებად გაემართა. განათლების მიღების შემდეგ კი დაიწყო მათი მოღვაწეობა ტუნისელების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რასაც მთელი თავიანთი ქონება მოახმარეს. ორივე და აქტიურად იყო ჩაბმული უძველესი ტრადიციების შენარჩუნებაში. ხედავდა რა მერიემი, რომ ქალაქში არსებული სამლოცველოები ვეღარ იტევდა ხალხის მზარდ რაოდენობას, გადაწყვიტა აეშენებინა გრანდიოზული და შთამბეჭდავი ანდალუსის მეჩეთი. თავისი წვლილი შეიტანა ფატიმამაც, რომელმაც 857 წელს კაირუანის მეჩეთი ააგო.
ამ უძველეს ისტორიულ ძეგლს თანამედროვე სახე მისცა კორდობას ხალიფას აბდ ალ-რაჰმან III-ის მიერ, X საუკუნეში ჩატარებულმა რეკონსტრუქციამ. შემდგომში მეჩეთს კიდევ ერთი რესტავრაცია ჩაუტარდა, ამჯერად XII საუკუნეში იგი ალმორავიდმა აღადგინა. კაირუანის მეჩეთი თავის შემადგენლობაში მოიცავდა უნივერსიტეტს, რომელიც შუასაუკუნეების ხმელთაშუაზღვისპირეთის მთავარი საგანმანათლებლო ცენტრი გახდა. ალ-ქარაუინის უნივერსიტეტში განათლება მიიღეს ცნობილმა მუსლიმმა მოაზროვნეებმა.[3]
უნივერსიტეტში სწავლის უფლება ეძლეოდათ არა მხოლოდ მუსლიმებს, არამედ სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც. სასწავლებლის შესაძლებლობებმა მიიზიდა ჰერბერტ დ’ორილაკი, რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა პაპი სილვესტერ II-ის სახელით. სწორედ მან მოახერხა პირველად ევროპისათვის არაბული რიცხვების გაცნობა.[4]
მსოფლიოს უძველესი ბიბლიოთეკა
რედაქტირებაალ-ფიჰრიამ, ალ-ქარაუინის უნივერსიტეტში მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკა დააარსა. ბიბლიოთეკას ახლახან რესტავრაცია ჩაუტარდა და 2016 წლის მაისში ფართო საზოგადოებისთვის კვლავ გაიხსნა.[5] ბიბლიოთეკის მფლობელობაში არსებულ 4 000 ხელნაწერს შორისაა IX საუკუნით დათარიღებული ყურანი და ჰადითის უძველესი კოლექცია.[6][7][8]
მემკვიდრეობა
რედაქტირებათითქმის 1200 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფატიმა ალ-ფიჰრიამ ალ-ქარაუინის უნივერსიტეტი დააარსა. ის ჯერ კიდევ აგრძელებს სტუდენტების განათლებას სხვადასხვა რელიგიასა და ფიზიკურ მეცნიერებებში. ფატიმას მემკვიდრეობაში უმთავრესი სწორედ ეს საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც ჯერ კიდევ XIV საუკუნემდე მოახერხა 8 000 სტუდენტისთვის ცოდნის მიცემა. ესაა ისტორია ქალისა, რომელმაც გაუძლო დროს და კაცობრიობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.[9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kairaouine Mosque, Fes. Sacred Destinations.
- The Al-Qarawiyyin Mosque. Morocco.com.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Kenney, Jeffrey T.; Moosa, Ebrahim (2013-08-15). Islam in the Modern World (en). Routledge, გვ. 128. ISBN 9781135007959.
- ↑ Dictionary of African Biography (en), გვ. 357–359. ISBN 9780195382075.
- ↑ Khan, Sumara (7 August 2014). „Fatima al-Fihri: Founder of World’s Very First University“. Whyislam. ციტირების თარიღი: 29 March 2018.
- ↑ Khan, Sumara (7 August 2014). „Fatima al-Fihri: Founder of World’s Very First University“. Whyislam. ციტირების თარიღი: 29 March 2018.
- ↑ Shaheen, Kareem (2016-09-19). „World's oldest library reopens in Fez: 'You can hurt us, but you can't hurt the books'“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2017-05-30.
- ↑ Fadel, Leila (21 May 2016). „The Delicate Task Of Restoring One Of The World's Oldest Libraries“. NPR. ციტირების თარიღი: 1 September 2016.
- ↑ Weller, Chris (28 June 2016). „The oldest library in the world just opened to the public — here's a look inside“. Tech Insider. ციტირების თარიღი: 1 September 2016.
- ↑ CNN, Daisy Carrington. This 1,157-year-old library gets a facelift. ციტირების თარიღი: 2017-05-30
- ↑ Khan, Sumara (7 August 2014). „Fatima al-Fihri: Founder of World’s Very First University“. Whyislam. ციტირების თარიღი: 29 March 2018.