აბდ ალ-რაჰმან III (არაბ. عبد الرحمن الثالث; დ. 11 იანვარი, 891 — გ. 15 ოქტომბერი, 961) — კორდოვის სახალიფოს მე–8 ამირა 912 წლიდან და 1–ლი ხალიფა 929 წლიდან კორდოვის ომაიანების დინასტიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. აღადგინა თავისი წინამორბედების დროს დაშლილი საამირო. 931 წელს აიღო სეუტა, 932 წელს — ტოლედო, 955 წლიდან მოხარკეებად გაიხადა ლეონი და ნავარა. დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა ბიზანტიასა და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ოტო I-თან. მოაწესრიგა სახელმწიფო საფინანსო საქმე, შექმნა ძლიერი ფლოტი. კორდობის მახლობლად ააგო ალ-ზაჰრა — „სასახლეებისა და ბაღების ქალაქი“, დაიწყო კორდოვის მეჩეთის მშენებლობა. მის დროს კორდოვის სახალიფომ ძლიერების პიკს მიაღწია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება