ფაიზა ალ-ხარაფი
მშობლიური სახელი არაბ. فايزة الخرافي
დაბადების თარიღი 1946
ელ-ქუვეითი, ქუვეითი
მოქალაქეობა ქუვეითის დროშა ქუვეითი
ალმა-მატერი

აინ-შამსის უნივერსიტეტი;

ქუვეითის უნივერსიტეტი
დამსაქმებელი ქუვეითის უნივერსიტეტი
ჯილდოები L'Oréal — იუნესკოს პრემია "ქალები მეცნიერებაში" (2011)

ფაიზა მუჰამედ ალ-ხარაფი ( არაბ. فايزة الخرافي , დ. 1946) — ქუვეითელი ქიმიკოსი და აკადემიკოსი. 1993 წლიდან 2002 წლამდე ეკავა ქუვეითის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოსტი. იგი ითვლება პირველ ქალად, არაბულ სამყაროსა და ახლო აღმოსავლეთში, რომელმაც დაიკავა უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანამდებობა. ის არის პირველი ქალი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან რომელმაც მიიღო მინისტრის წოდება და პირველი ქუვეითელი ქალია, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი ქიმიაში . არის მსოფლიო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. ჟურნალმა Forbes-მა შეიყვანა 2005 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე ძლიერი და გევლენიანი ქალის სიაში.

ადრეული წლები და განათლება რედაქტირება

ფაიზა ალ-ხარაფი 1946 წელს ქუვეითში მდიდარ ოჯახში დაიბადა და ახალგაზრდა ასაკიდანვე დაინტერესებული იყო მეცნიერებით. [1] სწავლობდა ალ-მერქაბის საშუალო სკოლაში. მან მიიღო მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი კაიროს აინ შამსის უნივერსიტეტში 1967 წელს. შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუვეითის უნივერსიტეტში, სადაც დააარსა კოროზიის და ელექტროქიმიის კვლევის ლაბორატორია მაგისტრატურაში სწავლის დროს. მან მიიღო მაგისტრის ხარისხი 1972 წელს და დოქტორის ხარისხი 1975 წელს. [2]

პროფესიონალური საქმიანობა რედაქტირება

ფაიზა ალ-ხარაფი მუშაობდა ქუვეითის უნივერსიტეტის ქიმიის განყოფილებაში 1975 წლიდან 1981 წლამდე. 1984 წელს გახდა განყოფილების თავმჯდომარე და 1986 წლიდან 1989 წლამდე მუშაობდა მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად [3] 1987 წელს გახდა ქუვეითის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორი [4] . 1993 წლის 5 ივლისს ემირმა ჯაბერ ალ-აჰმედ ალ-საბაჰმა გამოსცა ბრძანებულება ალ-ხარაფის უნივერსიტეტის რექტორად დანიშვნის შესახებ.[5] შედეგად, იგი გახდა პირველი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტს ახლო აღმოსავლეთში. ალ-ხარაფიმ მონაწილეობა მიიღო ქუვეითის უნივერსიტეტის აღდგენაში სპარსეთის ყურის მეორე ომის შემდეგ, რომელიც დასრულდა 1991 წელს. იგი ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტს 1993 წლიდან 2002 წლამდე, სადაც კურირებდა 5000-ზე მეტ თანამშრომელს და 20000-ზე მეტ სტუდენტს. [6]

1986 წელს ალ-ხარაფიმ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს და შეადარეს ქუვეითის სამეცნიერო კვლევების განვითარების დონე მესამე სამყაროს სხვა ქვეყნებს. თავის პუბლიკაციაში ალ-ხარაფიმ შეძლო ეჩვენებინა ქუვეითის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უნარი მონაწილეობა მიეროთ შესაბამის სამეცნიერო კვლევებში.

როგორც ქიმიკოსმა, ალ-ხარაფიმ შეისწავლა კოროზიის გავლენა ძრავის გაგრილების სისტემებზე, ნედლი ნავთობის დისტილაციის ერთეულებზე, მაღალი ტემპერატურის გეოთერმულ მარილწყალზე და ონკანის წყალზე. მან ასევე შეისწავლა კოროზია დაბინძურებულ წყალში და დაბინძურებით გამოწვეული ლითონების კოროზია. მან შეისწავლა ალუმინის, სპილენძის, პლატინის , ნიობიუმის, ვანადიუმის , კადმიუმის და კობალტის ელექტროქიმიური ქცევა და წვლილი შეიტანა იზომერული რეაქციების შესწავლაში მსუბუქ ზეთში არსებული C5-C6 ნაჯერი ნახშირწყალბადების ნაერთების გადაქცევაში მონო და ორგანშტოებულ მოლეკულებად. კატალიზატორები ოქტანური რიცხვის გასაზრდელად და საავტომობილო ძრავის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.

ფაიზა ალ-ხარაფი მონაწილეობდა მოლიბდენზე დაფუძნებული კატალიზატორების კლასის აღმოჩენაში, რომლებიც აუმჯობესებენ ბენზინის ოქტანურ რეიტინგს ბენზოლის ქვეპროდუქტების გარეშე.

1998 წელს შევიდა გაეროს უნივერსიტეტის საბჭოს შემადგენლობაში. [7] 2005 წელს ქუვეითში ქალთა საარჩევნო უფლების მიღების შემდეგ, ალ-ხარაფიმ განაცხადა: „როდესაც გვაქვს პოლიტიკური უფლებები, შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი აზრი და მივცეთ ხმა შესაფერის პიროვნებას ... ეს გვაძლევს შესაძლებლობას გამოვხატოთ ჩვენი იდეები“. 2006 წელს მიიღო მონაწილეობა ქუვეითში ამერიკული ორენოვანი სკოლის დაარსებაში. ის არის მსოფლიო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. იგი მუშაობს დირექტორთა საბჭოებში, მათ შორის მეცნიერების განვითარების ქუვეითის ფონდში, ალკაბასში, ქუვეით- MIT-ის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს ცენტრში.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ფაიზა ალ-ხარაფი დაქორწინებულია ალი მუჰამედ თუნაიან ალ-ღანიმზე. წყვილს ჰყავს ხუთი შვილი და ათი შვილიშვილი. ერთ-ერთი მისი ვაჟი — მარზუკ ალ-ღანემი ეროვნული ასამბლეის ყოფილი თავმჯდომარეა, მეორე — ხალედ ალი ალ-ღანემი — ქუვეითის სპორტული კლუბის პრეზიდენტია. მისი ძმები იყვნენ: ეროვნული ასამბლეის ყოფილი თავმჯდომარე (გარდაცვლილი) ჯასემ ალ-ხარაფი და გარდაცვლილი ბიზნესმენი ნასერ ალ-ხარაფი. მას ასევე აქვს წილი საოჯახო კომპანიაში "M. A. Kharafi & Sons".

ზაფხულს ხშირად ატარებს ჟენევის ტბაზე, შვეიცარიაში.

ჯილდოები რედაქტირება

ჟურნალმა Forbes-მა ფაიზა ალ-ხარაფი დაასახელა 2005 წელს "100 ყველაზე გავლენიან ქალად ახლო აღმოსავლეთში" 2006 წელს მან მიიღო ქუვეითის პრიზი გამოყენებითი მეცნიერებების დარგში. 2008 წელს ის დასახელდა Gulf-ის წლის ქალად Gulf Relations საბჭოს მიერ. 2011 წელს მას მიენიჭა L'Oréal-UNESCO Women in Science Award, კოროზიის დარგში შეტანილი წვლილისთვის. [8]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bollag, Burton. «A female president, the Arab world’s first, guides the restoration of Kuwait U.» The Chronicle of Higher Education 40.24 (1994): A45. Biography in Context. Web. 20 June 2013.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Dr. Faiza Al-Kharafi. ციტირების თარიღი: 2020-01-31
  2. Fayza Al Khorafi. ციტირების თარიღი: 2013-06-20
  3. Fayza Al Khorafi. ციტირების თარიღი: 2013-06-20
  4. Kuwait. Marshall Cavendish Corp.. 
  5. This day of Kuwait's history. Kuwait News Agency. ციტირების თარიღი: 2013-06-20
  6. Dr. Faiza Al-Kharafi. ციტირების თარიღი: 2020-01-31
  7. This day of Kuwait's history. Kuwait News Agency. ციტირების თარიღი: 2013-06-20
  8. Outstanding women scientists to receive 2011 L'ORÉAL-UNESCO Awards (3 March) and Fellowships (2 March) (2011-02-25). ციტირების თარიღი: 2013-06-20