უყერიჩო
უყერიჩო — უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირიქითის ქედზე. სიმაღლე 3042 მ. აგებულია ლიასის თიხაფიქლებით. უყერიჩოს მიდამო შემოსილია ალპური ბალახეულით. უღელტეხილი მდინარე პირიქითა ალაზნის ხეობას აკავშირებს ქერიღოს ხეობასთან (ქისტეთი).
უყერიჩო | |
---|---|
კოორდინატები: 42°32′36″ ჩ. გ. 45°26′37″ ა. გ. / 42.54333° ჩ. გ. 45.44361° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3042 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
აკავშირებს | პირიქითა ალაზნის ხეობას ქერიღოს ხეობასთან |
ამგებელი ქანები | ლიასის თიხაფიქლები |
ფლორა | ალპური ბალახეული |
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 194.