უფილტვო სალამანდრისებრნი

უფილტვო სალამანდრისებრნი (ლათ. Plethodontidae) — კუდიანი ამფიბიების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 8-15 სმ აღწევს. ფილტვები არ გააჩნიათ. სუნთქავენ კანით და პირისა და ხახის ლორწოვანი გარსით. ოჯახში 24 გვარი და 175 სახეობაა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ-დასავლეთ ამერიკაში, 1 სახეობა — ევროპაში. ბინადრობენ წყალში, ზოგიერთი — ხმელეთზე. ხმელეთის ფორმები კვერცხებს დებენ ტენიან აგდილებში. კვერცხებიდან გამოდიან ლარვები (რომლებიც მეტამორფოზს წყალში ამთავრებენ) ან სავსებით ჩამოყალიბებული ნაშიერები. ზოგი ცოცხლადმშობია, ევროპული მღვიმის სალამანდრა (Hydromantes genei) ბინადრობს ჩრდილოეთ იტალიის მთებსა და კუნძულ სარდინიაზე. ღამის ცხოველია. იკვებება მწერებით.

უფილტვო სალამანდრისებრნი
Desmognathus fuscus
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Plethodontidae

ლიტერატურა

რედაქტირება