უოლტერ დე მარია
უოლტერ ჯოზეფ დე მარია[3] (ინგლ. Walter De Maria; დ. 1 ოქტომბერი, 1935 — გ. 25 ივლისი, 2013)[4] — ამერიკელი მხატვარი, მოქანდაკე, ილუსტრატორი და კომპოზიტორი, რომელიც ცხოვრობდა და მუშაობდა ნიუ-იორკში. 1960-იან წლებში მისი მხატვრული პრაქტიკა უკავშირდებოდა მინიმალურ ხელოვნებას, კონცეპტუალურ ხელოვნებასა და მიწის ხელოვნებას (ლენდ-არტის)
უოლტერ დე მარია | |
---|---|
დაიბადა | 1 ოქტომბერი, 1935 |
დაბადების ადგილი | ოლბანი, კალიფორნია, აშშ |
გარდაიცვალა | 25 ივლისი, 2013 (77 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
სფერო | ინსტალაცია, სკულპტურა |
მიმდინარეობა | მინიმალიზმი, ლენდ არტი |
ჟანრი | ლენდ-არტი[1] [2] |
LACMA-ის დირექტორმა მაიკლ გოვანმა მასზე თქვა: „მე ვფიქრობ, რომ ის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარია“. გოვანი უოლტერთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. სწორედ მან აღმოაჩინა, რომ მისი ნამუშევრები იყო „სინგულარული, ამაღლებული და პირდაპირი“ ხასიათის.
სიცოცხლე და კარიერა
რედაქტირებაუოლტერ დე მარია 1935 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა ოლბანში, კალიფორნიაში. მის მშობლებს ოლბანში ჰქონდათ ადგილობრივი რესტორანი. მისი პირველი აკადემიური ინტერესი იყო მუსიკა - პირველად პიანინო, შემდეგ კი პერკუსია. მან ასევე მიიღო სპორტისთვის მანქანები, რომელთა ნახაზებიც გააკეთა. 1946 წელს შეუერთდა მუსიკოსთა გაერთიანებას.
1953–1959 დე მარია სწავლობდა ისტორიისა და ხელოვნების განხრით კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლში. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქანდაკებაზე. 1960-იან წლებში მის მეგობარ ლა მონტე იანგთან ერთად მონაწილეობდა სან-ფრანცისკოს თეატრალურ სპექტაკლებში.[5]
1960 წელს დე მარია საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც ერთი წლის შემდეგ ცოლად შეირთო სუზან უილსონი.[5][6]
1960-იან წლებში მისი ადრეულ ნამუშევრებზე გავლენას ახდედნენ დადაზმი, სუმატიზმი და კონსტრუქტივიზმი. ამ ნამუშევრებში მან გამოიყენა მარტივი გეომეტრიული ფორმები და სამრეწველო წარმოების მასალები, როგორებიცაა უჟანგავი ფოლადი და ალუმინის მასალა, რომელიც ასევე მინიმალურ ხელოვნებას წარმოადგენს. კოლექტორის რობერტ სკალის მხარდაჭერით, 1965 წელს დაიწყო ლითონის გამოყენება.
1960-იანი წლების შუა ხანებში მონაწილეობდა სხვადასხვა მხატვრულ საქმიანობაში. მისი ნამუშევარი „კეიჯი“, რომელიც შექმა ჯონ კეიჯისთვის, 1966 წელს გამოფენილი იყო ნიუ-იორკის ებრაულ მუზეუმში. ამ ხანებში მან შექმნა ორი მუსიკალური ნამუშევარი („კრიკეტული მუსიკა“, 1964, „ოკეანის მუსიკა“, 1968) და ორი ფილმი (სამი წრე და ორი ლომი უდაბნოში, ჰარქორდი, 1969).
დე მარია კალიფორნიაში 2013 წლის მაისში გაემგზავრა დედამისის დაბადების 100 წლის თავის აღსანიშნავად. ის აქ გარდაიცვალა 2013 წლის 25 ივლისს.[3]
2014 წლის თებერვალში მისი ქონება 25 მილიონ დოლარად გაიყიდა.[7] ბიზნესმენმა და ხელოვნების კოლექციონერმა პიტერ ბრანტიმ 27 მილიონ დოლარად იყიდა დე მარიას სტუდია.[8]
გამოფენები
რედაქტირებადე მარიამ და რობერტ უიტმანმა 1963 წელს ნიუ იორკში „9 დიდი ჯონსის“ ქუჩაზე გალერეა გახსნეს. ამავე წელს მან წარმოადგინა თავისი პირველი სოლო ქანდაკება. 1965 წელს ეს ქანდაკება გამოფინა ნიუ-იორკის პოლას ჯონსონის გალერეაში.
1989 წელს დე მარია შეუერთდა გაგოსიანის გალერეას.[9] 2014 წელს გალერეამ წარადგინა პირველი შოუ „დე მარიას ქონება“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Jane McFadden, Walter De Maria: Meaningless Work. London: Reaktion Books, 2016. ISBN 9781780236674
- Walter De Maria: Trilogies, edited by Josef Helfenstein and Clare Elliott. Houston: Menil Collection, 2011. ISBN 9780300175783
- Artists on Walter De Maria, edited by Katherine Atkins and Kelly Kivland. New York: Dia Art Foundation, 2017. ISBN 978-0-944521-84-7
- Walter De Maria: The Lightning Field, edited by Stephen Hoban, Alexis Lowry, and Jessica Morgan, photographs by John Cliett. New York: Dia Art Foundation, 2017. ISBN 978-0-94452185-4
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.diaart.org/visit/visit-our-locations-sites/walter-de-maria-the-lightning-field/
- ↑ The Fine Art Archive
- ↑ 3.0 3.1 Roberta Smith. (26 ივლისი, 2013) Walter De Maria, Artist on Grand Scale, Dies at 77. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მაისი, 2016..
- ↑ Walter De Maria, celebrated sculptor, dies at 77. latimes.com (2013-07-26). ციტირების თარიღი: 2013-08-06.
- ↑ 5.0 5.1 Tess Vigeland. (23 მარტი, 2011) A Homeowner With No Savings, but Some Options. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი, 2016.
- ↑ Oral history interview with Walter De Maria, 1972 Oct. 4. Archives of American Art. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აგვისტო, 2016.
- ↑ „The Approval Matrix“. New York. Feb 17–24, 2014.
- ↑ Peter Brant Purchases Walter De Maria's Massive Home Studio for Reasons that Remain to be Seen. New York Observer (12 აგვისტო, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი, 2016.
- ↑ Carol Vogel (9 ოქტომბერ, 2014). „Steel And Granite“. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ოქტომბერი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
და|archivedate=
-ში (დახმარება)