უნტერზეე (ანტარქტიდა)

უნტერზეე (გერმ. Untersee — „ქვედა ტბა“) — მტკნარწყლიანი ტბა ანტარქტიდაში, დედოფალ მოდის მიწაზე. მდებარეობს გრუბერის მთებში, ზღვის დონიდან 563 მ სიმაღლეზე. გაწოლილია შირმახერის ოაზისიდან სამხრეთ-დასავლეთით 90 კმ-ში. ზედაპირის ფართობი 11,4 კმ². ტბის სიგრძე დაახლოებით 6,5 კმ აღწევს, ხოლო სიგანე 2,5 კმ-ია. მაქსიმალური სიღრმე 169 მ. ტბა მუდმივად არის დაფარული ყინულით და ნაწილობრივ შემოსაზღვრულია მყინვარით.[1][2]

უნტერზეე
უნტერზეე 1996 წელს
უნტერზეე 1996 წელს
კოორდინატები: 71°20′ ს. გ. 13°27′ ა. გ. / 71.333° ს. გ. 13.450° ა. გ. / -71.333; 13.450
მდებარეობა ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
ტერიტორიული ერთეული დედოფალ მოდის მიწა
სიმაღლე ზღვის დონიდან 563 
სიგრძე 6,5 კმ
სიგანე 2,5 კმ
ფართობი 11,4 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 169 
უნტერზეე (ანტარქტიდა) — ანტარქტიდა
უნტერზეე (ანტარქტიდა)

უნტერზეე უჩვეულო ტბაა, pH-ის მაჩვენებელია 9,8–12,1,[3][4] გახსნილი ჟანგბადი 150 პროცენტითაა გადაჯერებული, ძალიან დაბალია პირველადი პროდუქცია წყლის სიზრქეში. მიუხედავად ტბის დიდ ნაწილში არსებული ჟანგბადის მაღალი გადაჯერებისა, სამხრეთ კიდეზე არის პატარა უჟანგბადო სუბ-აუზი, რომლის ნატანი დედამიწაზე ცნობილ სხვა ტბებთან შედარებით შესაძლოა შეიცავდეს მეთანის ყველაზე მაღალ კონცენტრაციას.[4][5] პირველადი პროდუქციის დიდი ნაწილი მოქცეულია მიკრობულ თანასაზოგადოებაში, რომელიც ტბის ფსკერზე სტრომატოლითების სახითაა წარმოდგენილი.[6] წყლის ტემპერატურა მერყეობს 0,5°C–5°C შორის, ხოლო ყინულის საფრის სისქე 2–6 მ აღწევს.[3][4]

ყინულოვანი საფარი შესაძლოა შენარჩუნებულიყო 100,000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და კლიმატის ცვლილების შემსწავლელი ზოგი მეცნიერი შიშობს მოსალოდნელ დეკადაში გლობალური დათბობის შედეგად გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებას.[2] წარსულში, ტბის წყლის ქიმიას ადარებდნენ მათეთრებელს.[7] თუმცა, მათეთრებლის ქიმიური აქტივობა განპირობებულია Cl-ითა და pH-ის დამატებით, რომელიც უნტერზეეში გაზომილზე უფრო მაღალი შემცველობისაა, ხოლო ტბა უნტერზეე არ შეიცავს ქლორისა თუ ქლორიტის მაღალ კონცენტრაციას.[3][4]

სქოლიო რედაქტირება

  1. W.-D. Hermichen; P. Kowski; U. Wand (1985). „Lake Untersee, a first isotope study of the largest freshwater lake in the interior of East Antarctica“. Nature. 315 (6015): 131–3. Bibcode:1985Natur.315..131H. doi:10.1038/315131a0.
  2. 2.0 2.1 Antarctica's Lake Untersee and Global Warming. Kinohi Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 26, 2011. ციტირების თარიღი: November 26, 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 U. Wand; G. Schwarz; E. Bruggemann; K. Brauer (1997). „Evidence for physical and chemical stratification in Lake Untersee (central Dronning Maud Land, East Antarctica)“. Antarctic Science. 9 (1): 4345. Bibcode:1997AntSc...9...43W. doi:10.1017/S0954102097000060.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 U. Wand; V. A. Samarkin; H.-M. Nitzsche; H.-W. Hubberten (2006). „Biogeochemistry of methane in the permanently ice-covered Lake Untersee, central Dronning Maud Land, East Antarctica“. Limnology and Oceanography. 51 (2): 1180–1194. Bibcode:2006LimOc..51.1180W. doi:10.4319/lo.2006.51.2.1180.
  5. Extremophile Hunt Begins. NASA Science (February 7, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 23, 2010. ციტირების თარიღი: April 21, 2011.
  6. Andersen, DT; Sumner, DY; Hawes, I; Webster-Brown, J; Mckay, CP (2011). „Discovery of large conical stromatolites in Lake Untersee, Antarctica“. Geobiology. 9 (3): 280–293. doi:10.1111/j.1472-4669.2011.00279.x. PMID 21504538.
  7. Extremophile Hunt Begins. Science News, NASA (February 7, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 23, 2010. ციტირების თარიღი: November 26, 2010./