უკრაინის რკინიგზა

უკრაინის რკინიგზა (უკრ. Укрзалізниця) — მონოპოლიური, უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია რომელიც მართავს რკინიგზებს უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის რკინიგზა თავისი 375 000 დასაქმებულით არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია ქვეყანაში. კომპანია შეიქმნა 1991 წელს, როცა სსრკ-ს დაშლასთან ერთად დაიშალა საბჭოთა რკინიგზაც. კომპანია იყოფა ექვს ნაწილად (დასახელებების წარმოშობა დაკავშირებულია საბჭოთა პერიოდთან, როცა კიევი მდებარეობდა სსრკ-ს სამხრეთ-დასავლეთით):

ელექტრომატარებელი HRCS2
ლოგოტიპი 2018 წლამდე
სამგზავრო ვაგონი ახალი ლოგოტიპით

გადაზიდვების 82 % სატვირთოა, ხოლო 36 % სამგზავრო.

სარკინიგზო ქსელი

რედაქტირება
 
უკრაინის რკინიგზის ქსელი
 
უკრაინის რკინიგზის ტერიტორიული დაყოფა 2014 წლის მდგომარეობით

უკრაინის სარკინიგზო ქსელი საკმაოდ ხშირია, ლიანდაგების საერთო სიგრძე 22 300 კმ-ია, აქედან 9 169 კმ ელექტროფიცირებულია. ამჟამად მიმდინარეობს ელექტროფიცირება პოლტავის მიდამოებში. ყველაზე ხშირი ქსელი აქვს ჰალიჩს და დონბასს. ლიანდაგის სიგანე 1520 მმ-ია. ექსპლოატაციაშია 1684 სადგური. დიდი ქალაქების გარდა ასევე მთავარი სარკინიგზო კვანძებია: ჩოპი, სტრიი, კოველი, შეპეტივკა, ჟმერინკა, კოროსტენი, ფასტივი, სმილა, ბახმაჩი, პომიჩნა, სინელნიკოვე, ჰორლივკა, ჯანკოი.

სტატისტიკური მონაცემები

რედაქტირება

უკრაინის რკინიგზის მონაცემები 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით[1]:

  • მთავარი რკინიგზების სიგრძე — 21 640,4 კმ;
  • ელექტროფიცირებული ხაზები — 9878 კმ (46 %)[2];
  • ლიანდაგის სიგანე — 1520 მმ (საბჭოთა სტანდარტი), 1435 მმ (ევროპული სტანდარტი), (ევროკავშირის საზღვრებთან) და 750 მმ (ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა);
  • სადგურების რაოდენობა — 1447;
  • ვაგზლების რაოდენობა — 118, მათგან 18 უმაღლესი კლასის, 9 — პირველი კლასის, 34 — მეორე კლასის, 57 — მესამე კლასის;
  • გაჩერებები და პლატფორმები — 2268;
  • სარკინიგზო გადასასვლელები — 5422;
  • დასაქმებულთა რაოდენობა — 308 684 პირი (01.01.2015 მდგომარეობით);
  • საფირმო სამგზავრო მატარებლების რაოდენობა — 52.

უკრაინის რკინიგზის გადაზიდვები:

2016 2017 2018
მგზავრი, მლნ პირი[3] 162,3 158,1 151,1
ტვირთი, მლრდ.ტ/კმ[4] 187,5 191,9 186,3

მოძრავი შემადგენლობა

რედაქტირება

მოძრავი შემადგენლობა 2017 წლის მდგომარეობით:

  • სატვირთო ვაგონები — 65 422;
  • ლოკომოტივი — 2250, მათ შორის:
    • ელმავალი — 1469;
    • თბომავალი — 429;
  • ვაგონმოტორიანი შემადგენლობა, მათ შორის:
    • დიზელმატარებელი — 282;
    • სარელსო ავტობუსი — 17;
    • ელექტრომატარებელი — 1391;
  • სამგზავრო ვაგონი— 5210;
  • HRCS2 (ჩქაროსნული ელექტრომატარებელი Hyundai) — 10;
  • ЕКр1 «Тарпан» (ჩქაროსნული ელექტრომატარებელი «Тарпан») — 2;
  • Україна-2 (ლოკომოტივის წევის რეგიონული მატარებელი) — 2 (5-5 სამგზავრო ვაგონი);
  • კონტეინერი — 4475.

2021 წლის 9 ნოემბერს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა: „მოძრავი შემადგენლობის ცვეთის ხარისხი — 90 % საჭიროებს შეკეთებას ან ჩანაცვლებას. იგივე სიტუაციაა ლოკომოტივებთანაც. ელექტრომატარებლების 90% კი საერთოდ ჯართია“.

ფინანსური მონაცემები

რედაქტირება

უკრაინის რკინიგზის საწესდებო კაპიტალი 229 879 115 000 გრივნას შეადგენს. 2009 წელს წლიურმა ბიუჯეტმა 40 მლრდ გრივნას (5 მლრდ აშშ დოლარი) გადააჭარბა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით კომპანიამ 2021 წელი დაამთავრა მოგებით, მიუხედავად იმისა რომ წლის დასაწყისში ჰქონდა დანაკლისი 8 მლრდ. გრივნა.

უკრაინის რკინიგზის პრობლემებია:

  • ნორმატიულ-საკანონმდებლო აქტების არასრულყოფილება, რაც არ შეესაბამება რკინიგზის მართვის საჭიროებებს და საბაზრო ეკონომიკას;
  • სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების ფასების ჯვარედინი სუბსიდირება;
  • ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის არასაკმარისი გამჭვირვალობა;
  • დაბალი კონკურენციის დონე სარკინიგზო გადაზიდვების ბაზარზე.

რეფორმირება

რედაქტირება

2018 წლის ნოემბერში კომპანიამ შექმნა შვილობილი კომპანია «УЗ Карго Вагон» (UZ Cargo Wagon LLC), რომლის ბალანსზეც იქნება სატვირთო ნახევარვაგონები, რომლებიც შეისყიდება ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ გაცემული კრედიტის ფარგლებში. 2019 წლის ივლისში „უკრაინის რკინიგზამ“ „ტოშიბასთან“ გააფორმა მემორანდუმი კომპანიის სამანევრო ლოკომოტივების დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად.

ჩქაროსნული მატარებლები

რედაქტირება

უკრაინის რკინიგზებზე მოძრაობენ ჩქაროსნული მატარებლები „ინტერსითი“ და „ინტერსითი+“, რომელთა ოპერატორია უკრაინის რკინიგზის ფილიალი „უკრაინის რკინიგზის ჩქაროსნული მატარებლების კომპანია“. ჩქაროსნული მატარებლები რომელთა მაქსიმალური დასაშვები სიჩქარეა 140 კმ/სთ მოძრაობენ მიმართულებებზე:

  • კიევი — ხარკივი
  • კიევი — დნიპრო

გარდა ამისა მოძრაობენ ჩქაროსნული მატარებლები რომელთა მაქსიმალური დასაშვები სიჩქარეა 120 კმ/სთ:

  • 1/2 ივანო-ფრანკივსკი — კოსტიანტინივკა
  • 3/4 ზაპორიჟია — უჟჰოროდი
  • 7/8 კიევი — ივანო-ფრანკივსკი
  • 7/8 ოდესა — ხარკივი
  • 9/10 კიევი — მარიუპოლი
  • 11/12 კიევი — ნოვოალექსეევკა («Славутич»)
  • 11/12 ლვივი — ოდესა («Західний Експрес»)
  • 15/16 ხარკივი — რახივი («Владислав Зубенко»)
  • 17/18 ხარკივი — უჟჰოროდი («Мрія»)
  • 19/20 კიევი — ლისიჩანსკი
  • 29/30 კიევი — უჟჰოროდი
  • 37/38 კიევი — ზაპორიჟია

ჩქაროსნული მატარებლები „ინტერსითი+“ რომელთა მაქსიმალური დასაშვები სიჩქარეა 160 კმ/სთ მოძრაობენ შემდეგ მიმართულებებზე:

  • № 705/706, № 715/716 კიევი — პრჟემისლი
  • № 711/712 კიევი — კოსტიანტინივკა
  • № 719/720, № 721/722, № 723/724, № 725/726 კიევი — ხარკივი
  • № 731/732 კიევი — ზაპორიჟია
  • № 733/734 კიევი — პოკროვსკი
  • № 743/744 დარნიცა — კიევი — ლვივი
  • № 763/764 კიევი — ოდესა

მატარებლები „ინტერსითი“ და „რეგიონული ექსპრესი“ მოძრაობენ მარშრუტებზე:

  • № 719/720 ხარკივი — კიევი
  • № 729/730 ხარკივი — გენიჩესკი (ზაფხულობით)
  • № 737/738 კიევი — ზაპორიჟია
  • № 739/740 კიევი — კრივიი-რიჰი
  • № 747/748 კიევი — ტერნოპილი
  • № 749/750 კიევი — ივანო-ფრანკივსკი
  • № 751/752 ზდოლბუნივი — ხელმი
  • № 765/766 კიევი — ხერსონი
  • № 769/757-770/758 კიევი — კამიანეც-პოდილსკი, მოჰილიოვ-პოდილსკი
  • № 771/772 კიევი — ხმელნიცკი
  • № 773/774, 777/778, 783/784, 785/786 კიევი — შოსტკა
  • № 775/776 კიევი — ხარკივი
  • № 779/780 ვინიცია — კიევი — სუმი
  • № 781/782 კიევი — ჩერკასი
  • № 790/789-792/791 კიევი — კროპივნიცკი — კრემენჩუკი
  • № 797/798 ხარკივი — ზაპორიჟია

მოძრავი შემადგენლობა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თარგი:Cite web 2
  2. Електрифікація залізниць України (змістовний огляд) (რუსული)
  3. АТ «Укрзалізниця», Прес-центр (2018). [www.report2018.uz.gov.ua ІНТЕГРОВАНИЙ ЗВІТ АТ «Укрзалізниця»] (Ukrainian). Kyiv, Ukraine: АТ «Укрзалізниця», გვ. 76. ISBN n/a Invalid ISBN. 
  4. АТ «Укрзалізниця», Прес-центр (2018). [www.report2018.uz.gov.ua ІНТЕГРОВАНИЙ ЗВІТ АТ «Укрзалізниця» за 2018 рік] (Ukrainian). Kyiv, Ukraine: АТ Укрзалізниця, გვ. 11. ISBN n/a Invalid ISBN.