ბახმაჩი
ბახმაჩი (უკრ. Бахмач) — ქალაქი უკრაინაში, რაიონული ცენტრი. მდებარეობს ჩერნიჰივის ოლქში, მდინარე ბორზენკაზე (დნეპრის აუზი), საოლქო ცენტრიდან 145 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. რკინიგზის სადგური (ბახმაჩ-კიევსკი და ბახმაჩი-სატვირთო). ფართობი 18,2 კმ².[1] 18 798 მცხოვრები (2013).[2] პირველად იხსენიება 1147 წელს. სახელწოდება „ბახმაჩ“ თათრულ ენაში აღნიშნავს „ჭაობს“. თანამედროვე ქალაქი წარმოიქმნა XIX საუკუნის 60–70-იან წლებში როგორც მუშათა სოფელი, ძველი ბახმაჩის ადგილზე. 1919 წლის იანვარში აქ გაიმართა ბრძოლა რუსეთის შავი ზღვის დივიზიასა და ბოლშევიკებს შორის. 1923 წლიდან რაიონული ცენტრია, 1938 წლიდან — ქალაქი. 1941 წლის 9 სექტემბერს დაიკავეს ნაცისტური გერმანიის მებრძოლებმა. ოკუპაციის დროს მოქმედებდა პარტიზანული მოძრაობა. გათავისუფლდა 1943 წლის 9 სექტემბერს. 30-იან წლებში განვითარდა როგორც სამრეწველო ქალაქი — ამოქმედდა ერბო-კარაქის ქარხანა, მაუდის ფაბრიკა, მეფრინველეობის ფაბრიკა და სხვ.[1]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბახმაჩი Бахмач | |||||
ბახმაჩის რკინიგზის სადგური | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
ოლქი | ჩერნიჰივი | ||||
კოორდინატები | 51°10′32″ ჩ. გ. 32°49′38″ ა. გ. / 51.17556° ჩ. გ. 32.82722° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1781 | ||||
პირველი ხსენება | 1147 | ||||
ფართობი | 18,9[1] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 144 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 18 798[2] კაცი (2013) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 4635 | ||||
საფოსტო ინდექსი | 16500 | ||||
ოფიციალური საიტი | https://bakhmach-mr.gov.ua/ | ||||
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Чуйко, В. М.. Бахмач უკრაინული. Енциклопедія Сучасної України (2003). ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2021
- ↑ 2.0 2.1 უკრაინის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-10. ციტირების თარიღი: 2015-03-03.