უილიამ ტომსონი
უილიამ ტომსონი (ინგლ. William Thomson; დ. 26 ივნისი, 1824, ბელფასტი – გ. 17 დეკემბერი, 1907, ლარზგი, დაკრძალულია ლონდონში) — ინგლისელი ფიზიკოსი, თერმოდინამიკისა და აირთა კინეტიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1834–45 წლებში სწავლობდა გლაზგოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში. 1845–46 წლებში მუშაობდა პარიზში ფრანგ ფიზიკოს ა. რენიოსთან ერთად. 1846–99 წლებში იყო გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი. 1892 წელს სამეცნიერო დამსახურებისათვის მიიღო ლორდ კელვინის ტიტული. 1845 წელს დაამუშავა გამოსახულების მიღების ელექტრული მეთოდი, 1848 წელს შემოიღო თერმოდინამიკის მეორე საწყისის ერთ-ერთი ფორმულირება (1851) და შემოიღო ენერგიის გაბნევის ცნება. გამოთქვა სამყაროს „სითბური სიკვდილის“ ჰიპოთეზა. 1851 წელს აღმოაჩინა ფერომაგნეტიკების ელექტრული წინაღობის ცვლილება მათი დამაგნიტებისას. 1853–54 წლებში ჯეიმზ ჯოულთან ერთად აღმოაჩინა აირის გაცივების ეფექტი მისი ადიაბატური გაფართოებისას (ჯოულ–ტომსონის ეფექტი). განავითარა თერმოელექტრული მოვლენების თერმოდინამიკული თეორია და 1856 წელს იწინასწარმეტყველა ელექტრული დენით სითბოს გადატანის მოვლენა, დაადგინა ელექტრული კონტურის რხევის პერიოდის დამოკიდებულება მისივე ტევადობასა და ინდუქციურობაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 17.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 5.0 5.1 Sharlin H. I. Encyclopædia Britannica
- ↑ 6.0 6.1 6.2 Lundy D. R. The Peerage
- ↑ 7.0 7.1 KNAW Past Members
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 9.0 9.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 10.0 10.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 11.0 11.1 11.2 www.accademiadellescienze.it
- ↑ 12.0 12.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 13.0 13.1 Dictionary of Irish Biography — RIA.
- ↑ 14.0 14.1 Томсон Уильям // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
- ↑ Hansard 1803–2005
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ 19.0 19.1 19.2 Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
- ↑ William Lord Kelvin of Largs Thomson — ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის.
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.
- ↑ https://www.smenet.org/Professional-Development/Awards-Competitions/Award-Recipients/John-Fritz-Medal-Award
- ↑ https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-honorary-fellows/