უილიამ სიდისი
უილიამ ჯეიმზ სიდისი ( დ. 1 აპრილი 1898— გ. 17 ივლისი 1944) იყო უკრაინელი ებრაელისა და ამერიკელი ოჯახიდან გამოსული „საოცარი ბავშვი“, რომელსაც საოცრად ჰქონდა განვითარებული მათემატიკური და ლინგვისტური უნარ-ჩვევები. მისი ცხოვრების განმავლობაში, სიდისის IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) მერყეობდა 250-დან 300-ს შორის, ეს კი ყველაზე დიდი მაჩვენებელია რაც კი ოდესმე ყოფილა მსგავსი კვლევის ფარგლებში. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაშინდელი ტესტირების მეთოდები განსხვავდება დღევანდელი ტესტებისგან.
ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში მან ჩააბარა ჰარვარდში, მოზარდობისას კი მან პრეტენზია განაცხადა 40-ზე მეტი ენისა და დიალექტის ცოდნაზე. თუმცა, მოგვიანებით, მის შესახებ ზოგიერთი ფაქტის სისწორე რამდენიმე სტატიის ავტორმა ეჭვქვეშ დააყენა.
სიდისმა საზოგადოების ყურადღება პირველად თავისი სწრაფი განვითარებით მიიქცია, ხოლო შემდგომ უკვე, თავისი განსხვავებულობითა და ჩაკეტილი ცხოვრების წესით. ის განსაკუთრებით ფლობდა მათემატიკის დარგს, თუმცა მან არ განაგრძო ამ მხრივ მოღვაწეობა. შესაძლოა იმით აირიდა ეს სფერო, რომ მან დაიწყო სხვა საგნებზე წერა, რომლისთვისაც იყენებდა უამრავ ფსევდონიმს.
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა და მშობლები
რედაქტირებაუილიამ ჯეიმზ სიდისი დაიბადა უკრაინელი ებრაელი ემიგრანტების ოჯახში 1898 წლის 1 აპრილს, ნიუ-იორკში. მისი მამა, მედიცინის დოქტორი ბორის სიდისი, პოლიტიკური განდევნის გამო, 1887 წლიდან იყო ემიგრაციაში. დედამისმა, ასევე მედიცინის დოქტორმა, სარა მანდელბაუმ სიდისმა თავის ოჯახთან ერთად თავიდან აირიდა პოგრომი და ისიც ამერიკაში გამოექცა მას. სარამ ჩააბარა ბოსტონის უნივერსიტეტში და დაამთავრა მედიცინის ფაკულტეტი 1897 წელს.
უილიამს სახელი დაარქვეს მისი ნათლიის, ბორისის კოლეჯის მეგობრის, ამერიკელი ფილოსოფოსის უილიამ ჯეიმზის მიხედვით. ბორისი იყო ფსიქიატრი და გამოცემული ჰქონდა უამრავი წიგნი თუ სტატია. ასევე მან გაკვალა გზა პათოლოგიური ფსიქოლოგიის სფეროში. ბორისი იყო პოლიგლოტი და უილიამიც მამის მსგავსად განივითარა ეს უნარი ახალგაზრდობის ასაკში.
უილიამის მშობლები არ ეთანხმებოდნენ სწავლის ჩარჩოებში მოქცევას და ორიენტირებულნი იყვნენ შვილისთვის ფართო ცოდნის უწყვეტად მიღებაზე, რის გამოც ისინი არაერთხელ გამხდარან კრიტიკის ობიექტნი. უკვე 18 თვის ასაკში სიდისს შეეძლო ნიუ-იორკ თაიმსის წაკითხვა, 8 წლის ასაკში ისწავლა 8 ენა(ლათინური, ბერძნული, ფრანგული, რუსული, გერმანული, თურქული, სომხური და ებრაული).
ჰარვარდის უნივერსიტეტი და კოლეჯში ცხოვრება
რედაქტირებამართალია თავიდან უნივერსიტეტმა ნაჩქარევი უარით უპასუხა ბორის სიდისის განზრახვას 9 წლის ასაკში ჩაერიცხა შვილი, თუმცა 1909 წელს, სიდისი გახდა ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტში. ის იყო 11 წლის, როდესაც მონაწილეობა მიიღო ჰარვარდის პროგრამაში, რომლითაც სტუდენტებს საშუალება ეძლეოდათ ვადაზე ადრე ესწავლათ უნივერსიტეტში. 1910 წლის დასაწყისში სიდისი ისე დაეუფლა უმაღლესის მათემატიკას, რომ უკვე თავად ავარჯიშებდა ჰარვარდის მათემატიკური კლუბის წევრებს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორმა, დენიელ კომსტოკმა იწინასწარმეტყველა, რომ სიდისი გახდებოდა უდიდესი მათემატიკოსი და ამ სფეროს ლიდერი მომავალში. სიდისმა 1910 წლიდან დაიწყო სრული კურსის გავლა და უკვე 1914 წლის 18 ივნისს, 16 წლის ასაკში, მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ტექნოლოგიების დარგში.
უნივერსიტეტის დამთავრებიდან მალევე მან რეპორტიორებს განუცხადა რომ სურდა კარგი ცხოვრება, რაც მისთვის ნიშნავდა ცხოვრებას იზოლაციაში. ის იღებდა ანაზღაურებას ბოსტონ ჰერალდისგან, რადგანაც მისთვის ამზადებდა სტატიებს. სიდისი იფიცებოდა, რომ დარჩებოდა უცოლო და არასოდეს დაქორწინდებოდა, რადგანაც თვლიდა, ქალი ვერასოდეს დააკარგვინებდა თავს. თუმცა, მოგვიანებით მან განიცადა დიდი სიყვარული ახალგაზრდა ქალის, მარტა ფოლის მიმართ. ამის შემდეგ, მოგვიანებით სწავლა განაგრძო ჰარვარდის კურსდამთავრებულთა სკოლაში მეცნიერება და ტექნოლოგიების მიმართულებით.
პოლიტიკა და პატიმრობა
რედაქტირება1919 წელს სიდისი დააპატიმრეს სოციალისტთა მიერ გამართულ მაისის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობისთვის, რადგანაც მათ გამოიყენეს ძალადობრივი ქმედებები. მას მიუსაჯეს 18 თვიანი პატიმრობა აჯანყებისკენ მოწოდების ბრალდებით. უილიამის დაპატიმრებამ გამოხმაურება ჰპოვა გაზეთებში, რადგანაც ის ჰარვარდის ნაადრევად დამთავრების გამო საკმაოდ ცნობილი იყო ადგილობრივ საზოგადოებაში. სასამართლო პროცესზე სიდისმა განაცხადა რომ ის ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ომს და იყო პაციფისტი, ასევე - სოციალისტი(მოგვიანებით მან თავისი კვაზი-ლიბერტარიანული ფილოსოფია საკუთარ და ამერიკული საზოგადოების იდეათა საფუძველზე განავითარა). მამამისმა მიაღწია შეთანხმებას ოლქის რწმუნებულთან, რომ სანამ სააპელაციო საჩივარს განიხილავდა სასამართლო, გაეთავისუფლებინათ შვილი; იმ დახმარების სანაცვლოდ, რაც მან ოლქის რწმუნებულის მშობლებს წლების წინ ნიუ ჰემფშირის სანატორიუმში გაუწია. მათ ის წაიყვანეს კალიფორნიაში, სადაც რამდენიმე წელი გაატარა. სანატორიუმში ყოფნის განმავლობაში მშობლებმა მოახდინეს მისი „შეცვლა“ რეაბილიტაციის კურსების წყალობით.
შემდგომი ცხოვრება
რედაქტირებაამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროებისკენ დაბრუნების შემდეგ ჯეიმზი ცდილობდა ეცხოვრა დამოუკიდებელი და განმარტოებული ცხოვრებით. ის მუშაობდა მხოლოდ მზარდი სისწრაფის ტექნოლოგიებზე და ასევე სხვა იმ დროისთვის განუვითარებელ მოწყობილობებზე. ის მოღვაწეობდა ნიუ-იორკში და ამის გამო თანდათან ჩამოშორდა მშობლებს. წლების შემდეგ ის დაბრუნდა მასაჩუსეტსში და წლების განმავლობაში იყო დაპატიმრების რისკის ქვეშ.
ის აგროვებდა საავტომობილო გადამცემებს, აქვეყნებდა ნაშრომებს პერიოდულ გამოცემებში, სწავლობდა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას. 1933 წელს სიდისმა გაიარა საზოგადოებასთან ურთიერთობის (მომსახურების) სფეროში გამოცდები, თუმცა აიღო საკმაოდ დაბალი, 254 ქულა. პირად წერილებში სიდისი წერდა, რომ ამ დროს არ იყო საკმარისად თავდაჯერებული.
უილიამ ჯეიმზ სიდისი გახდა პრესის ობიექტი, რომლის შესახებაც ფსევდონიმით დაიწერა სტატია. გამოქვეყნებულ მასალებში აღწერილი იყო სიდისის განმარტოებული ცხოვრება, სადაც აღნიშნული იყო რომ ის ცხოვრობდა ძალიან ღარიბულად. ამის გამო მან პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის გამო მიმართა სასამართლოს. მართალია მოსამართლე ჩარლზ ედვარდ კლარკი გამოხატავდა სიმპათიას სიდისის მიმართ, აღნიშნავდა რომ გამოქვეყნებული სტატიით შეილახა მისი უფლებები, განიცადა მორალური ტანჯვა და მსგავსი ქმედება დამამცირებელი იყო პირისათვის, მაგრამ სასამართლოს შემადგენლობა არ დაეთანხმა მას და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ზოგად პიროვნულ უფლებებში ჩარევა დასაშვებია მაშინ, როდესაც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი პირის მიმართ. შესაბამისად, სიდისმა პროცესი წააგო.
1944 წელს სიდისი ტვინში სისხლჩაქცევით გარდაიცვალა ბოსტონში, 46 წლის ასაკში. მამამისიც იმავე დაავადებით გარდაიცვალა 1923 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირებაLaMay, Craig L. (2003). Journalism and the Debate Over Privacy. LEA's Communication Series. Mahwah, NJ: Lawrence Erlbaum Associates, Inc.. ISBN 978-0-8058-4626-3. Wallace, Amy (1986). The Prodigy: a Biography of William James Sidis, America's Greatest Child Prodigy. New York: E.P. Dutton & Co.. ISBN 0-525-24404-2. Seitz, Robert N. (2002). "Review of Amy Wallace, The Prodigy (1986)". High IQ News. Retrieved 2010-09-21.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Sidis Archives
- Links to Sidis material, Quantonics
- Episode 36 დაარქივებული 2013-04-01 საიტზე Wayback Machine. of The Memory Palace podcast titled "Six Scenes from the Life of William James Sidis, Wonderful Boy"