უვეა (ახალი კალედონია)

უვეა (ფრანგ. Ouvéa) — ატოლი ლუაიოტეს კუნძულების ჯგუფში წყნარ ოკეანეში. შედის ახალი კალედონიის შემადგენლობაში. ადმინისტრაციულად შედის ლუაიოტეს პროვინციის უვეას კომუნის შემადგენლობაში.

უვეა
მშობ. სახელი: ფრანგ. Ouvéa
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 20°39′08″ ს. გ. 166°33′43″ ა. გ. / 20.65222° ს. გ. 166.56194° ა. გ. / -20.65222; 166.56194
ფართობი 132,1 კმ²
სიგრძე 50 კმ
სიგანე 7 კმ
უმაღლესი წერტილი 42 მ
ახალი კალედონიის დროშა ახალი კალედონია
პროვინცია ლუაიოტე
კომუნა უვეა
დემოგრაფია
მოსახლეობა 3392 (2009)
სიმჭიდროვე 25,678 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ატოლის ხედი კოსმოსიდან.

უვეა წარმოადგენს ნახევარმთვარის ფორმის ატოლს. ატოლის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 50 კმ-ს, სიგანე — 7 კმ-ს. ატოლი მდებარეობს ახალი კალედონიის მთავარი კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით. უვეა შედგება ორი დიდი, ერთმანეთთან ყელით შეერთებული კირქვიანი კუნძულისაგან და ორი მომცრო კუნძულისაგან, რომლებიც მათგან სამხრეთითაა განლაგებული[1]. უვეას ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს 132,1 კმ²-ს.

ატოლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ლაგუნა, რომლის დასავლეთ ნაწილში 35 კმ სიგრძეზე მდებარეობს 21 მომცრო კუნძულების (ანუ მოტუს) ჯაჭვი, რომლებსაც სახელად ჰქვია პლეადები (ფრანგ. Pléiades)[1].

უვეაზე წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 24 °C-ს. ყველაზე ცივი სეზონი გრძელდება აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით.

მოსახლეობა

რედაქტირება

2009 წელს ატოლ უვეას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 3392 ადამიანს, რომელთა დიდ ნაწილს შეადგენენ მელანეზიელები. ატოლის დასახლება მოხდა მელანეზიელების და პოლინეზიელების მიგრაციის შედეგად, ამასთან პოლინეზიელების გავლენა უვეას ატოლზე უფრო შესამჩნევი იყო, ვიდრე მის მეზობელ მარეს და ლიფუს კუნძულებზე[2]. მაგალითად, XVIII საუკუნეში ატოლზე დასახლდნენ უვეას (უოლისის და ფუტუნას კუნძულები) კუნძულიდან წამოსულები, რომლებიც თავიანთ კუნძულს ასევე ეძახდნენ უვეას[3].

ადმინისტრაციულად ატოლი უვეა იყოფა სამ რაიონად: სენ-ჟოზეფი (Saint-Joseph), ფაიაუე (Fayaoué) და მული (Mouli)[2]. ორი ტერიტორია, ტაკეჯი (Takedji) და გოსანა (Gossanah), თვითმართვადია: მათ მართავს ცალკეული ბელადები[3]. ადმინისტრაციული ცენტრია — სოფელი ფაიაუე.

ატოლ უვეაზე ადგილობრივი ენაა: იააის ენა (კანაკების ენა) და ფაგა-უვეა (პოლინეზიური ენა)[2].

ეკონომიკა

რედაქტირება

მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — თევზჭერა, კოპრის წარმოება[4].

  1. 1.0 1.1 Oceandots.com. კუნძული უვეა. (ინგლისური)
  2. 2.0 2.1 2.2 ინფორმაცია კუნძულ უვეაზე ლუაიოტეს კუნძულების ტურისტულ საიტზე. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-05. ციტირების თარიღი: 2014-11-23.
  3. 3.0 3.1 [ახალი კალედონიის რეგიონები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-08. ციტირების თარიღი: 2014-11-23. ახალი კალედონიის რეგიონები. (ინგლისური)]
  4. [Jane's New Caledonia Home Page. ლუაიოტეს კუნძულები. კუნძული უვეა. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-24. ციტირების თარიღი: 2014-11-23. Jane's New Caledonia Home Page. ლუაიოტეს კუნძულები. კუნძული უვეა. (ინგლისური)]