მარე (კუნძული)
მარე (ფრანგ. Île Maré) — სიდიდით მეორე[1] და ყველაზე მაღალი კუნძული[2] ლუაიოტეს კუნძულებში წყნარ ოკეანეში. შედის ახალი კალედონიის შემადგენლობაში. ადმინისტრაციულად შედის ლუაიოტეს პროვინციის მარეს კომუნის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ფრანგ. Île Maré | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 21°31′ ს. გ. 167°59′ ა. გ. / 21.517° ს. გ. 167.983° ა. გ. |
ფართობი | 641,7 კმ² |
სიგრძე | 42 კმ |
სიგანე | 16-33 კმ |
უმაღლესი წერტილი | 138 მ |
ახალი კალედონია | |
პროვინცია | ლუაიოტე |
კომუნა | მარე |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 5417 (2009) |
სიმჭიდროვე | 8,442 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებამარეს კუნძული მდებარეობს 110 კმ-ში აღმოსავლეთით ახალი კალედონიის მთავარი კუნძულიდან, 47 ში სამხრეთ-აღმოსავლეთით კუნძულ ლიფუდან და 217 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით კუნძულ ანეიტიუმიდან[1].
კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 42 კმ-ს, ხოლო სიგანე მერყეობს 16-დან 33 კმ-მდე. როგორც მეზობელი ლიფუს კუნძული, მარეც ძველად წარმოადგენდა ატოლს, რომელიც შემდგომში ამოიწია დღევანდელ დონეზე (138 მეტრი). კუნძულის შიდა ნაწილში მდებარეობს ყოფილი ლაგუნა, რომელიც გარშემორტყმულია მაღალი სიმაღლის ხმელეთით (ძველად ეს იყო მომცრო კუნძულები, ან მოტუ). მარეს სანაპიროს დიდი ნაწილი კლდოვანია[1].
ისტორია
რედაქტირებაკუნძულის ისტორიული დასახელებაა, ბრიტანია (ინგლ. Britannia), რომელიც კუნძულს დაარქვა ბრიტანელმა კაპიტანმა უილიამ რეივენმა (ინგლ. William Raven), რომელმაც ის გამოიკვლია 1803 წელს[3]. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში კუნძული მარე იმყოფებოდა ბრიტანელთა დიდი გავლენის ქვეშ, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრების და მისიონერების. პირველი ევროპელი, რომელიც გადავიდა კუნძულზე 1800 წელს, იყო კაპიტანი ბატლერი, რომელმაც ასევე აღმოაჩინა კუნძული უოლოპი[3]. 1864 წელს კუნძულის ანექსია მოახდინა საფრანგეთმა[3].
მოსახლეობა
რედაქტირება2009 წელს მარეს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 5417 ადამიანს, რომლის დიდი ნაწილიც მელანეზიელია. მკვიდრი მოსახლიობის ძირძველი ენაა — ნენგონე, რომელიც ეკუთვნის ავსტრონეზიულ ენებს.
კუნძულ მარეს ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტებია სოფლები: ტადინე (Tadine) და ლა-როშე (La Roche). კუნძულზე ასევე არსებობს 29 ტრადიციული ტომი. ადმინისტრაციულად კუნძული მარე დაყოფილია რვა რაიონად: გუაჰმა (Guahma), ტადინე (Tadine), ვაბაო (Wabao), ენი (Eni), მედუ (Medu), ლაროში (Laroche), ტავაინედრე (Tawainedre) და პენელო (Penelo)[2].
ეკონომიკა
რედაქტირებამოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — მებაღეობა (უპირველეს ყოვლისა, ავოკადოს მოყვანა)[3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Oceandots.com. კუნძული მარე. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-22. ციტირების თარიღი: 2014-11-23.
- ↑ 2.0 2.1 [Jane's New Caledonia Home Page. ლუაიოტეს კუნძულები. კუნძული ლიფუ. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-24. ციტირების თარიღი: 2014-11-23. Jane's New Caledonia Home Page. ლუაიოტეს კუნძულები. კუნძული ლიფუ. (ინგლისური)]
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 ინფორმაცია კუნძულ მარეზე ლუაიოტეს კუნძულების ტურისტულ საიტზე. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-10. ციტირების თარიღი: 2014-11-23.