ლიფუ
ლიფუ (ფრანგ. Lifou Island) — ყველაზე დიდი კუნძული ლუაიოტეს კუნძულების ჯგუფში წყნარ ოკეანეში[1]. ეკუთვნის ახალ კალედონიას. ადმინისტრაციულად შედის ლუაიოტეს პროვინციის ლიფუს კომუნის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ფრანგ. Lifou Island | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 20°54′S 167°12′E / 20.9° ს. გ. 167.2° ა. გ. |
ფართობი | 1207,1 კმ² |
სიგრძე | 81 კმ |
სიგანე | 16-24 კმ |
უმაღლესი წერტილი | 104 მ |
ახალი კალედონია | |
პროვინცია | ლუაიოტე |
კომუნა | ლიფუ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 8627 (2009) |
სიმჭიდროვე | 7,147 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაძველად ლიფუ იყო მარჯნული ატოლი, რომელიც წყალში ჩაძირული ვულკანის ნაწილია. დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ კუნძულის ზედაპირი აიწია დღეისათვის არსებულ დონეზე.
კუნძულს აქვს არასწორი ფორმა. ლიფუს სიგრძე შეადგენს დაახლოებით 81 კმ-ია, სიგანე მერყეობს 16-დან 24 კმ-მდე. კუნძულის ზედაპირი სწორია, ლიფუზე არ არსებობს მთები და მდინარეები.
ლიფუს ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს პლატოს, რომელიც დაფარულია ხშირი მცენარეულობით[2]. კუნძულის სამხრეთ ნაწილში გამოქვაბულების დიდი რაოდენობა მდებარეობს. ლიფუს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს სანტალის უბე, რომელსაც სახელი დაერქვა კუნძულზე სანტალით (ლათ. Santalum) მოვაჭრეების პატივსაცემად.
ისტორია
რედაქტირებალიფუს კუნძული 1827 წელს აღმოაჩინა ფრანგმა მოგზაურმა ჟიულ-სეზარ სებასტიენ დიუმონ-დიურვილმა[3]. შემდგომში კუნძულზე გამოჩნდნენ კათოლიკე და პროტესტანტი მისიონერები. XIX წელს ლიფუზე ყვაოდა სანტალით ვაჭრობა და მონათა ვაჭრობა. 1864 წელს კუნძული ანექსირებული იქნა საფრანგეთის მიერ[3].
მოსახლეობა
რედაქტირებაკუნძულის ძირითადი დასახლებული პუნქტია სოფელი ვე (We), ლიფუს კომუნის ადმინისტრაციული და კომერციული ცენტრი. 2009 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 8627 ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ სამ ტომობრივ რაიონში: ვეტრი (Wetr), ლოსი (Lösi) და გაიტჩა (Gaïça)[2].
ადგილობრივი მოსახლეობის მკვიდრი ენაა — დეჰუ.
ეკონომიკა
რედაქტირებატურიზმი — ლიჰუს კუნძულის ინდუსტრიის მთავარი დარგია. ძირითადი საექსპორტო საქონელია: კოპრა, ვანილი, შაქრის ლერწამი, კაუჩუკი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Oceandots.com. Lifou. (ინგლისური)
- ↑ 2.0 2.1 [Jane’s New Caledonia Home Page. ლუაიოტეს კუნძულები. ლიფუს კუნძული. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-24. ციტირების თარიღი: 2014-11-21. Jane’s New Caledonia Home Page. ლუაიოტეს კუნძულები. ლიფუს კუნძული. (ინგლისური)]
- ↑ 3.0 3.1 ინფორმაცია კუნძულ ლიფუზე ლუაიოტეს კუნძულების ტურისტულ საიტზე. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-10. ციტირების თარიღი: 2014-11-21.