უბისთავის ქედი

ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში

უბისთავის ქედიქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს ქართლის ქედის ჩრდილოეთ-დასავლეთის განშტოებას. იწყება მთა მისელურიდან (2937 ) და გადაჭიმულია ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის შესართავამდე. შუა ნაწილში აღმართულია მთა უბისთავი (2329 მ). სიგრძე 9 კმ. აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული მერგელებით, კირქვებით და ქვიშაქვებით. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთა დანაწევრებულია ფშავის არაგვის შენაკადებით. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზედა — სუბალპური ბალახეულით.

უბისთავის ქედი
კოორდინატები: 42°23′26″ ჩ. გ. 44°59′02″ ა. გ. / 42.390639° ჩ. გ. 44.984028° ა. გ. / 42.390639; 44.984028
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
სიგრძე კმ
ამგებელი ქანები მერგელი, კირქვა და ქვიშაქვა
უბისთავის ქედი — საქართველო
უბისთავის ქედი
უბისთავის ქედი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
უბისთავის ქედი

ლიტერატურა

რედაქტირება