უბა რაგნარსონი

(გადამისამართდა გვერდიდან უბბა)

უბა, უბე, ჰუბა იგივე უბა რაგნარსონი (ძვ.-სკანდ. Vbba; გ. 878) — IX საუკუნის ვიკინგი მებრძოლი, დიდი წარმართული ჯარის მთავარსარდალი 877-878 წლებში, სკანდინავიური საგების მიხედვით დანიის ნახევრადმითიური მეფის, რაგნარ ლოდბროკის ვაჟი.

უბა
ძვ.-სკანდ. Vbba
დიდი წარმართული ჯარის მთავარსარდალი
მმართ. დასაწყისი: 877
მმართ. დასასრული: 878 [1]
წინამორბედი: ჰალფდანი
მემკვიდრე: გუტრუმი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 825[1]
დაბ. ადგილი: სკანდინავია
გარდ. თარიღი: 878 [1]
გარდ. ადგილი: ბრიტანეთი
მამა: რაგნარ ლოდბროკი
დედა: ასლაუგი
რელიგია: სკანდინავიური წარმართობა

უმეტესად ცნობილია თავის ძმებთან ერთად ნორთუმბრიისა და მერსიის სამეფოების დაპყრობით. უბა ხელმძღვანელობდა ვიკინგებს ანგლოსაქსების, უესექსელებისა და ნორთუმბრიელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. [2] დანიელი ისტორიკოსების გადმოცემით, უბამ თავის ძმა ივარ უძვლოსთან ერთად სიკვდილით დასაჯა აღმოსავლეთ ინგლისის მეფე, ედმუნდ წამებული. 877 წელს, მისი ძმის ჰალფდანის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით ერგო წარმართების სამფლობელო ნორთუმბრიაში. ის ასევე სათავეში ჩაუდგა დიდ წარმართულ ჯარს და გააგრძელა თარეში დღევანდელი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

იერლ სტივენსონის მტკიცებით, 878 წელს ანგლოსაქსებმა შეუტიეს ვიკინგების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს კუნძულ ირლანდიაზე, სადაც იმყოფებოდა უბა. მათ შორის ბრძოლა გაიმართა, რომლის მსვლელობისას უბა დაიღუპა. მის შემდეგ დიდ წარმართულ ჯარს სათავეში ჩაუდგა გუტრუმი.

პოპულარულ კულტურაში

რედაქტირება

History Channel-ის ისტორიულ ტელესერიალში „ვიკინგები“ უბბას როლს ასრულებს შოტლანდიელ-ავსტრიელი მსახიობი, ჯორდან პატრიკ სმითი.