ტრიფონ რამიშვილი
ტრიფონ რამიშვილი (დ. 1875 — გ. 1929) — ქართველი მწერალი და დრამატურგი.
ტრიფონ რამიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1875 |
გარდაცვალების თარიღი | 1929 |
საქმიანობა | მწერალი და დრამატურგი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველო სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირება1893 წელს დაამთავრა თბილისის საფერშლო სასწავლებელი. მუშაობდა ფერშლად საქართველოს სხვადასხვა დაბასა და სოფელში. 1899 წელს გადმოვიდა თბილისში. მუშაობდა დიდუბის სამკურნალოში (გორის ქუჩაზე), შემდეგ — სულით ავადმყოფთა თავშესაფარში (კოჯრის ქუჩაზე). ლიტერატურულ მოღვაწეობა დაიწყო 1902 წელს[1] — მისი მოთხრობები („ოტოლა“, „მიტრო ჭედიაშვილი“, „ერთგული დედა“, „ვიკენტიჩი„ და სხვა.) იბეჭდებოდა გაზეთ „ივერიასა“ და ჟურნალ „კვალში“; ერთდროულად თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიაში“, აქ გამოაქვეყნა თავისი პირველი პიესები: „მეზობლები“ (1904, ვალერიან გუნიას ინიციატივით 1905 წელს დაიდგა სახაზინო და არტისტული თეატრების, აგრეთვე რკინიგზელთა სახალხო თეატრის სცენაზე), „ექიმი აშირბაჯიანი“ (1906), „შეშლილნი“ (1907), „საბედისწერო დამბაჩა“ (1908), „დედინაცვალი“ (1914), „სალომეს ოჯახი“, „ჭკუამხიარული“ (ორივე 1915), „სტუმარმასპინძლობა“ (1919); გამომცემლობა „სორაპანმა“ გამოსცა კრებული „დრამა და კომედია“ (თბ., 1921); თბილისში 1921 წელს დააარსა საყრდენი ამბულატორია-პოლიკლინიკა წმინდა ოლღას ქუჩაზე (ახლანდ. მე-9 საქალაქო პოლიკლინიკა, ლეო ქიაჩელის 18) და გარდაცვალებამდე იყო მისი ზედამხედველი. მას ეკუთრვნის პიესები: „სიხარულის საზღვართან“ (1923), „გაჭირვების ტალკვესი“ (1925), „მონადირე ქალები“ (1927), „თავადი ქვეყნის თავი“ (1928). მისი პიესების რეჟისორები იყვნენ: ალექსანდრე წუწუნავა, ვალერიან გუნია, შოთა დადიანი და სხვა. პიესები პოპულარობით სარგებლობდა აგრეთვე სომხეთსა და აზერბაიჯანში.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 748, ISBN 99928-20-32-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Рамишвили Трифон Мамукович. istoriya-teatra.ru. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2018.
- ↑ ტრიფონ რამიშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2018.